|
| 1861 |
|---|
WSJ-ი ამერიკა-ჩინეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების გამწვავების ვერსიას აქვეყნებს
| პეკინმა გადაწყვიტა ვაშინგტონთან სავაჭრო მოლაპარაკებებში უფრო მწვავე პოზიცია დაიკავოს, ვინაიდან ჩათვალა, რომ შტატები დათმობებზე წავიდოდა. ამის შესახებ აღნიშნულია The Wall Street Journal-ის სტატიაში. გამოცემის წყაროს ცნობით, „პეკინმა მოახდინა დონალდ ტრამპის ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადების ინტერპრეტირება, ისე თითქოს შტატები მზად იყო დათმობაზე წასულიყო“. ჩინეთის ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ ვაშინგტონი „წავიდოდა კომპრომისზე“. წყარო განმარტავს, რომ საუბარია, კონკრეტულად ტრამპის იმ განცხადებაზე, სადაც ის საუბრობდა შტატების საბაზისო საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე. გამოცემის მტკიცებით, პეკინში მიიჩნიეს, რომ „პრეზიდენტი ტრამპი ამერიკის ეკონომიკას თვლის ნაკლებად სტაბილურს, ვიდრე ის ამას ამტკიცებს“. ჩინეთის ხელისუფლება ტრამპის განცხადებით იყო „მონუსხული“, რომელშიც ის ამბობდა, რომ სი ძიანპინი მისი მეგობარია. მასალაში ნათქვამია, რომ შტატებსა და ჩინეთს შორის მოლაპარაკებები ამ კვირასაც გაგრძელდება. „აქამდე იყო მოლოდინი, რომ მხარეები საბოლოოდ შეათანხმებდნენ სავაჭრო ხელშეკრულების დეტალებს, თუმცა ახლა ისინი ცდილობენ ეს მოლაპრაკებები კრახისგან დაიცვან“ - დასძენს გამოცემა. |

10-05-2019
წყარო: bpn.ge
|
25-03-2019 ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში დასრულდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ეგიდის ფარგლებში დაგეგმილი კურსი -„როგორ დავიწყოთ ბიზნესი“ |
|---|
|
04-11-2022 საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და ეკოსისტემის გაციფრულების მხარდაჭერის მიზნით USAID და Visa ახალ პარტნიორობას იწყებენ |
|
07-05-2019 რუსეთს ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტში აქტიური ჩართვა სურს |
|
14-10-2022 როგორ მივიღოთ სესხის უზრუნველყოფა? |