როგორ შეიცვალა თბილისის მერის მოადგილეების ხელფასები 2013 წლიდან
ნავიგატორი
2106


როგორ შეიცვალა თბილისის მერის მოადგილეების ხელფასები 2013 წლიდან

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ის ინფორმაცია, თითქოს, თბილისის მერის მოადგილეებს და ვიცე-მერს ხელფასები გაეზარდათ. ამის შესახებ მან დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

როგორც კახა კალაძემ განმარტა, მოადგილეებსაც და ვიცე-მერსაც აკრძალული აქვთ დანამატებისა და პრემიის აღება, რასაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი არეგულირებს.

„ბოლო დღეების განმავლობაში, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, რომ თითქოს, 2018 წელს დედაქალაქის მერის მოადგილეებმა და ასევე, ვიცე-მერმა, ხელფასები მოიმატეს. დაახლოებით, საუბარი იყო 113 და 119%-ით მატებაზე. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ეს ძალიან დიდი ტყუილია. განმარტებას არა პოლიტიკოსებისთვის, არამედ თბილისის მოსახლეობისთვის ვაკეთებ, რომ მათ სრული ინფორმაცია ჰქონდეთ. მიუხედავად იმისა, რომ მე ადრეც მაქვს ამ საკითხზე განმარტებები გაკეთებული, კიდევ ერთხელ განვმარტავ. რეალურად მოგიყვებით იმ სამართლებრივ გარემოებებზე, რომლის საფუძველზეც ამ ტყუილს ქმნიან. საჯარო სამსახურის რეფორმა 2017 წელს განხორციელდა და ძალაში 2018 წლის პირველი იანვრიდან შევიდა, რომლითაც ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა. მანამდე ადამიანებს ჰქონდათ ხელფასი, რაც თანამდებობრივი სარგოა. ასევე, იღებდნენ დანამატს და პრემიებს. ეს მავნე პრაქტიკა წლების განმავლობაში იყო და ძალაში შესულმა კანონმა დაარეგულირა. ამის შემდეგ თანამდებობრივი სარგო და დანამატი გაერთიანდა და თანამდებობრივი სარგო, ანუ ხელფასი დაერქვა. პარალელურად, თანამდებობის პირებისთვის პრემიების გაცემა აიკრძალა. ჩემი ვერცერთი მოადგილე დღეს პრემიას და დანამატს ვერ იღებს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, მსგავსი ინფორმაციების გავრცელება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

„როდესაც ასეთ განცხადებებს ვისმენ და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობებს ვხედავ, ვალდებული ვარ, განმარტებები და შედარებები გავაკეთო. წარსულზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ მოსახლეობამ ინფორმაცია უნდა მიიღოს. ჩვენ გვაქვს კიდეც ცხრილი, 2013 წელს რამდენი იყო მერის მოადგილეების ხელფასები და დღეს რამდენია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

24-04-2019

წყარო: bpn.ge

04-08-2022

საქართველოში ახალგაზრდა უკრაინელი ქალებისთვის მეწარმეობისა და განათლების ერთწლიანი პროგრამა Safe Haven იწყება

18-02-2019

რამდენს უხდის რუსეთი აფხაზეთს და „სამხრეთ ოსეთს“ „კეთილმეზობლობისთვის“ - ოკუპირებული რეგიონების უდარდელი ცხოვრება მოსკოვს სულ უფრო ძვირი უჯდება

26-04-2023

მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის B2B ფორუმი გაიმართება - საუკეთესო პლატფორმა საქმიანობის განსავითარებლად

02-04-2019

კერძო სექტორი, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის დეტალებს გაეცნო

02-04-2019

კერძო სექტორი, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის დეტალებს გაეცნო

04-08-2022

საქართველოში ახალგაზრდა უკრაინელი ქალებისთვის მეწარმეობისა და განათლების ერთწლიანი პროგრამა Safe Haven იწყება

18-02-2019

რამდენს უხდის რუსეთი აფხაზეთს და „სამხრეთ ოსეთს“ „კეთილმეზობლობისთვის“ - ოკუპირებული რეგიონების უდარდელი ცხოვრება მოსკოვს სულ უფრო ძვირი უჯდება

26-04-2023

მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის B2B ფორუმი გაიმართება - საუკეთესო პლატფორმა საქმიანობის განსავითარებლად


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ