|
| 1739 |
|---|
რა თანხა გადაურიცხა მთავრობამ მოქალაქეებს საპენსიო ფონდში - დაგროვებითი საპენსიო სისტემა უკვე 15 000-მდე ადამიანმა დატოვა
| დაგროვებით საპენსიო სისტემაში 741 000 ადამიანია ჩართული, სქემა კი დღეის მდგომარეობით, მონაწილეთა 2%-მა დატოვა. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ საპენსიო ფონდში განუცხადეს, ამ პერიოდის განმავლობაში მთავრობამ ფონდში უკვე 51 მლნ ლარი გადარიცხა. ცნობისათვის, დაგროვებითი საპენსიო სისტემა მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. სისტემაში ჩართვა 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის სავალდებულოა, 40 წლის შემდეგ კი - ნებაყოფლობითი. საპენსიო ფონდში შენატანების ოდენობა განაწილდება დამსაქმებელს, დასაქმებულსა და მთავრობას შორის. საპენსიო სისტემა გავრცელდება ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირების მიმართ შემდეგი პრინციპით - 2%+2%+2%. 2019 წლის 1-ლი აპრილიდან კი დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვება შეუძლიათ იმ პირებს, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე შეუსრულდათ 40 წელი ან მეტი. ასეთი ადამინების რაოდენობა 200 ათასს აღემატება. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ საპენსიო ფონდში განუცხადეს, ამ დროისთვის სისტემაში ჩართულია 50 000 კომპანია და 741 000 ადამიანი. აქედან დაახლოებით 15 000-მა სქემა უკვე დატოვა, რაც სისტემაში ჩართული პირების მხოლოდ 2%-ს შეადგენს. |

02-05-2019
წყარო: bpn.ge
|
25-03-2019 ევროკავშირის მხარდაჭერით თბილისში სოფლის განვითარების მე-4 კონფერენცია გაიმართება |
|---|
|
18-02-2019 ცემენტის გიგანტი LafargeHolcim ქართულ ბაზარზე პოზიციებს იმყარებს |
|
17-02-2019 მამუკა ნოზაძე: მეფრინველეობის დარგმა განვითარება შეწყვიტა |
|
29-08-2019 2019 წლის შემოდგომაზე იაპონიაში რაგბის მე-9 მსოფლიო თასი გაიმართება |