თურქეთში დაჯარიმებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტომანქანები ჯარიმის გადაუხდელად ქვეყანას ვერ დატოვებენ
ნავიგატორი
2844

თურქეთში დაჯარიმებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტომანქანები ჯარიმის გადაუხდელად ქვეყანას ვერ დატოვებენ

ტრაპიზონში საქართველოს კონსულის ავთანდილ მიქაცაძის ცნობით, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებით, უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ ყველა სახის ავტომანქანას, რომელიც თურქეთში რამე მიზეზით დაჯარიმდება, დღეიდან ჯარიმის გადაუხდელად ქვეყანის დატოვება აეკრძალება.

„ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობისა და ახალი რეგულაციების თანახმად, საკმაოდ სოლიდურია საგზაო ადმინისტრაციული ჯარიმების ოდენობა და შესაძლოა აღნიშნულმა ცვლილებამ, სამშობლოში დაბრუნებისას დიდი პრობლემები შეუქმნას საქართველოს მოქალაქეებს“, - აცხადებენ საკონსულოში.

„დამატებით გაცნობებთ, რომ 2019 წ. 1-ელი მაისიდან თურქეთის მთელ ტერიტორიაზე,  უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ ავტომანქანებზე გამოწერილი ჯარიმები ფიქსირდება ერთიან ელექტრონულ ბაზაში და შესაბამისად, საზღვრის გადაკვეთა ვერ მოხდება ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის გარეშე.

თურქეთის პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთ-ბულგარეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „კაფიკულე“-ზე, მხოლოდ 2019 წლის  1-2 მაისს, ამოიღეს მილიონ 200 ათასი თურქული ლირა“, - აცხადებს კონსული.

03-05-2019

წყარო: imedinews.ge

23-12-2022

ქართული ებრაული სასაფლაოების ფოტოგრაფიის კონკურსი

11-03-2019

უცხოური ინვესტიციების მოცულობა ბოლო 5 წლის მინიმუმზეა

30-05-2019

თურნავა: ჩვენს საინვესტიციო პოლიტიკაში მეტი რეგიონული აქცენტი უნდა შემოვიტანოთ

03-05-2019

ელექტროსისტემა: იმერეთის ელექტროგადამცემი ხაზი ავარიულად გამოირთო

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ