|
| 1787 |
|---|
საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურებისთვის გემი 65 ათასი ლარით დაჯარიმდა
| გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. პანამის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ზღვა ნავთობის შემცველი წყლებით დააბინძურა. ფოთის საქალაქო სასამართლომ გემის კაპიტანს 65 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქცია დააკისრა. დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდის შემდეგ, გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა. |

03-05-2019
წყარო: imedinews.ge
|
15-11-2021 შარქ თენქ საქართველო |
|---|
|
29-03-2019 ევროკავშირი 2022 წლიდან ახალ ავტომობილებში „შავი ყუთის“ ვალდებულებას შემოიტანს |
|
03-05-2019 ევროკავშირი ამერიკული თხევადი გაზის იმპორტს გააორმაგებს |
|
24-11-2022 სტუმართმასპინძლობის ჰაკათონი |