|
| 1741 |
|---|
Mercedes-Benz Fashion Week-ს თბილისი 2-6 მაისს უმასპინძლებს
| სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 2 მაისიდან 6 მაისის ჩათვლით, სახვითი ხელოვნების მუზეუმში Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi გაიმართება. მოდის კვირეულის ფარგლებში, 70-ზე მეტი დიზაინერი საკუთარ კოლექციას მუზეუმის საგამოფენო დარბაზებში გამოფენს, რომლებიც კონცეპტუალური ხელოვნების სივრცეებად გარდაიქმნება. გარდა ამისა, ძირითადი ლოკაციის გარდა, ჩვენებები გაიმართება განსვავებულ სივრცეებში, მათ შორის: ვერის პარკის საკალათბურთო დარბაზში, დინამოს სტადიონზე, აეროპორტის ანგარსა და ზურაბ წერეთლის მონუმენტთან. სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, მოდის კვირეულს ბაიერების (შემსყიდველების) უპრეცედენტო რაოდენობა დაესწრება ისეთი პრესტიჟული სავაჭრო სახლებიდან, როგორებიცაა " Galeries Lafayette ", "Buying office", "Harvey Nichols", Net-a-Porter, Printemps Paris, Liberty London, Moda Operandi, Macondo Store, The Gloss, Browns Fashion 2019-20 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციებს 48 ქართველი და უცხოელი დიზაინერი წარადგენს. მათ შორის, რამდენიმე მათგანი სადებიუტო ჩვენებას გამართავს. მოდის კვირეულის ფარგლებში, ბაიერებთან და უცხოელ მოდის კრიტიკოსებთან დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ქართველ დიზაინერებს დაამყარონ ახალი კავშირები მოდის სამყაროს გავლენიან წარმომადგენლებთან. |

03-05-2019
წყარო: აწარმოე საქართველოში
|
21-03-2019 საქართველოში კომბოსტო ირანიდან შემოდის - პროდუქტის იმპორტი გაორმაგებულია |
|---|
|
06-06-2019 RDFG-მ მონაწილეობა მიიღო ჟენევაში გამართულ კატასტროფის რისკის შემცირების გლობალურ პლატფორმაში |
|
04-11-2022 საფერავის მესამე საერთაშორისო კონკურსი 2022 |
|
02-06-2021 სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ მოქმედების არეალი ფართოვდება |