კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის
ნავიგატორი
1159


კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის

ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროში, ქალთა გადამზადების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტი სტარტს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში იღებს. პროექტი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ქალებისთვისაა განკუთვნილი და მასში მონაწილეობას 1500 კანდიდატი მიიღებს.

პროექტის მიზანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, მათი ტექნოლოგიებში ჩართულობის უზრუნველყოფა და გადამზადების შემდგომი დასაქმების პროცესში მხარდაჭერა, აგრეთვე, სფეროში არსებული გენდერული უთანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და სოციალური ინკლუზიის მხარდაჭერა საქართველოში.

პროექტი ხორციელდება USAID-ის თანა-დაფინანსებით და მხარდაჭერით.

პროექტის ფარგლებში, Front-end დეველოპმენტის, Back-end დეველოპმენტის, UI/UX დიზაინის, გრაფიკული დიზაინის, ციფრული მარკეტინგის და ციფრული პროდუქტების ტესტირების მიმართულებით გადამზადდება 1500 მონაწილე. შერჩეულ მუნიციპალიტეტებს შორისაა: სამეგრელო, გურია, რაჭა-ლეჩხუმი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გარდა ამისა: წეროვნანის დევნილთა დასახლება. აგრეთვე, შეიქმნება ონლაინ სასწავლო პლატფორმა და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქალთა სამუშაო და სასწავლო სივრცეები. ტექნოლოგიების მოდულების გარდა, გადამზადება მოხდება ინგლისურ ენაში. გაიმართება კარიერული ბუთქემფები და დასაქმების ღონისძიებები, ქვეყნის მასშტაბით, ჩატარდება ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია.

პროექტში მონაწილეობის მსურველთა მიერ ინტერესის გამოხატვის ფორმა უკვე შემუშავებულია და ხელმისაწვდომია ბმულზე.

პროექტში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება 2023 წლის 16 იანვარს.

მიზნობრივი ჯგუფია შერჩეულ რეგიონში მცხოვრები, 16დან 40 წლის ასაკამდე ქალები. პროექტის განხორციელების ვადაა 01.12.22-30.11.2024

 


 

წყარო: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

21-12-2022

წყარო: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

12-01-2024

"აწარმოე საქართველოში" ბიზნეს უნივერსალის პროგრამაში სიახლეებია

13-11-2019

სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციის ხელშეწყობა ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით

29-05-2019

შვეიცარიის პოლიცია ერთ კვირაში საქართველოში დამზადებულ უნიფორმებს ჩაიცვამს

02-04-2019

ეროვნული ბანკის გაფრთხილება

02-04-2019

ეროვნული ბანკის გაფრთხილება

12-01-2024

"აწარმოე საქართველოში" ბიზნეს უნივერსალის პროგრამაში სიახლეებია

13-11-2019

სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციის ხელშეწყობა ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით

29-05-2019

შვეიცარიის პოლიცია ერთ კვირაში საქართველოში დამზადებულ უნიფორმებს ჩაიცვამს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ