ოთარ ანგურიძე - ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მინისტრი ექსპერტებსა და ეკონომისტებს გვხვდება
ნავიგატორი
1945

ოთარ ანგურიძე - ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მინისტრი ექსპერტებსა და ეკონომისტებს გვხვდება

ეკონომიკის ექსპერტის, ოთარ ანგურიძის განცხადებით, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეკონომიკა სწორედ ისეთი ფორმატის მუშაობით იგეგმება, როგორიც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან გაიმართა.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მინისტრი გვხვდება ეკონომისტებს და ექსპერტებს, რადგან აქამდე ეს ხიდი ჩატეხილი იყო წლების განმავლობაში, არ იყო არანაირი კომუნიკაცია, თუ როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო ეკონომიკური განვითარების ერთობლივი დაგეგმარება“ - განაცხადა ოთარ ანგურიძემ.

მისი შეფასებით, თუ ასეთი შეხვედრები ხშირად შედგება და შემდგომ უფრო საქმიან ფორმატში გადაიზრდება, ეს წაადგება ჩვენს ეკონომიკას, რადგან ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეკონომიკა სწორედ ასეთი ფორმატის მუშაობით იგეგმება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს საკუთარი ინიციატივით მეცნიერ-ეკონომისტებსა და ეკონომიკის დარგის ექსპერტებს შეხვდა. ნათია თურნავამ მათ საკუთარი ხედვები, გეგმები და პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და გენადი არველაძე.

10-05-2019

წყარო: pia.ge

10-05-2023

მივლინება მოსამართლეებისთვის აშშ-ში/გაცვლითი სასწ. პროგრამა

18-10-2022

თიბისის მხარდაჭერით სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება

01-05-2023

კონკურსი გაეროს მოდელირების პროექტში მონაწილეობის მისაღებად

10-04-2019

კობა გვენეტაძე მსესხებლის წერილს ასაჯაროებს - მათ საყურადღებოდ, ვინც გადახდისუნარიანობის შემოწმების გარეშე სესხების გაცემის თავგადაკლული მომხრეა

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ