მერკელის თქმით „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ აუცილებლად აშენდება
ნავიგატორი
1763


მერკელის თქმით „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ აუცილებლად აშენდება

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ აუცილებლად აშენდება. ანგელა მერკელის თქით, მშენებლობის დაბლოკვა არც ევროკომისიას შეუძლია, რადგან პროექტი უკვე დამტკიცებულია. ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა რავენსბურგში გააკეთა.

მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, გარკვეული ასპექტები პროექტის კრიტიკის საფუძველს იძლევა, თუმცა წარმოდგენილი არგუმენტები მშენებლობის შეჩერებისთვის საკმარისი არ არის.

სადავო პროექტზე საუბრისას გერმანიის კანცლერს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ რუსეთის ენერგორესურსები გერმანიისთვის აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს, ამიტომ ის მშენებარე გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დასრულებას ემხრობა. მისი თქმით, ეს ეკონომიკური პროექტია და გერმანია არ აპირებს პუტინის ნებაზე სიარულს.

ბერლინის პოზიციას კატეგორიულად არ ეთანხმებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, რუსეთი ენერგორესურსებს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს და ევროპის ქვეყნებზე გავლენას გააძლიერებს.

15 მაისს ცნობილი გახდა, რომ აშშ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ში ჩართული კომპანიების წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს.

რა გაზსადენია „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ და რატომ ებრძვის მის აშენებას ამდენი ქვეყანა, ვრცლად იხილეთ ბმულზე.

16-05-2019

წყარო: imedinews.ge

30-05-2019

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა

02-05-2019

გალფმა სოლიდარობის ფონდში 77 880 ლარი გადარიცხა

31-03-2019

6 ცვლილება და რეგულაცია, რომელიც ერთ დღეში ამოქმედდება

04-04-2019

საქართველოში ყველაზე მეტს სამშენებლო სექტორში დასაქმებულები მუშაობენ

04-04-2019

საქართველოში ყველაზე მეტს სამშენებლო სექტორში დასაქმებულები მუშაობენ

30-05-2019

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა

02-05-2019

გალფმა სოლიდარობის ფონდში 77 880 ლარი გადარიცხა

31-03-2019

6 ცვლილება და რეგულაცია, რომელიც ერთ დღეში ამოქმედდება


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ