|
| 1715 |
|---|
კობა გვენეტაძე - მცურავი გაცვლითი კურსისთვის მოკლევადიანი მერყეობა დამახასიათებელია
| ლარის მერყეობას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მცურავ კურსს უკავშირებს და აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მცდარი ანალიზი კეთდება. მისი განმარტებით, კურსის ცვლილება არ გამოიწვევს ინფლაციას. ეროვნული ბანკი ფასების სტაბილურობისთვის შესაბამის ინსტრუმენტებს გამოიყენებს. „როდესაც ლარი იყო ყველაზე სტაბილური, ინფლაცია იყო ყველაზე მაღალი. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, რა მიმართულებით და რატომ ქმნის გაცვლითი კურსი პრობლემას. ეს არის დოლარიზაციის პრობლემა. ჩვენს მიერ ღიად გაცხადებული პოლიტიკა არის დედოლარიზაცია“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელი დირექტორის, კრისტინ ლაგარდის გამოსვლაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ დედოლარიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც სწორედ დოლარიზაციის მაღალი დონის გამო არის შექმნილი კურსის მერყეობა. „რაც შეეხება მოკლევადიან მერყეობას, ეს არის დამახასიათებელი მცურავი გაცვლითი კურსისთვის, მაგრამ ამის გარეშე შეუძლებელი იქნება შოკების შთანთქმა, რომელიც შეიძლება, სხვადასხვა დროს მცირე ზომის ღია ეკონომიკისთვის წარმოიქმნას“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ. მისი თქმით, გაცვლითი კურსის საკითხები ზოგადად ძალიან კომპლექსურია და მის ფორმირებაში ბევრი ფაქტორი მონაწილეობს, მათ შორის მოლოდინები რეგიონში. „ამასთან, დოლარს თუ შევხედავთ, ძლიერდება და მისი ინდექსი ძალიან გაზრდილია“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. |

24-05-2019
წყარო: 1tv.ge
|
22-03-2019 ავარიული სახლებისა და დაუსრულებელი მშენებლობების ჩანაცვლების შემთხვევაში, შენობების სიმაღლის მატება შესაძლებელი იქნება |
|---|
|
08-08-2023 ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა |
|
29-05-2019 თბილისში საერთაშორისო ფორუმი „ძლიერი ეკონომიკა, ძლიერი ქალაქი“ გაიმართება |
|
13-06-2019 ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-12 საერთაშორისო გამოფენაში 12 ქვეყანა მონაწილეობს |