ისრაელის „სილიკონ ვადის“ ინვესტორები ქართულ სტარტაპებს დააფინანსებენ
ნავიგატორი
1635


ისრაელის „სილიკონ ვადის“ ინვესტორები ქართულ სტარტაპებს დააფინანსებენ

ისრაელის „სილიკონ ვადის“ ინვესტორები ქართულ სტარტაპებს დააფინანსებენ. გლობალური სტარტაპფონდი ოფიციალურად დღეს გაიხნა. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ინვესტორები ფინალურ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს შეხვდნენ და მათთან სამომავლო თანამშრომლობის დეტალებზე ისაუბრეს.

ისრაელის „სილიკონ ვადის“ ინვესტორების მიერ, კაპიტალის ინვესტირება განხორციელდება ნებისმიერ ეტაპზე მყოფ სტარტაპში, რომელიც მუშაობს აქტუალური ტექტრენდების ინდუსტრიაში: ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება, ციფრული მედია, ელექტრონული კომერცია, მობილური აპლიკაციები, ფინტექი, P2P-პლატფორმები, ვირტუალური და გაფართოებული რეალობა, თამაშების ინდუსტრია, ნივთების ინტერნეტი IoT, ბლოკჩეინი. განიხილება აგრეთვე სხვა ინდუსტრიებში არსებული, გამორჩეული და ინოვაციური სტარტაპების დაფინანსების შესაძლებლობებიც.

გლობალური სტარტაპ ფონდის მხარდამჭერია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, რომელიც აგრეთვე განიხილავს შერჩეული სტარტაპების დაფინანსების შესაძლებლობებს, Dollar to Dollar Basis ინიციატივის ფარგლებში.

გლობალური სტარტაპფონდის მხარდამჭერია ისრაელის ტექჰაბი საქართველოში, რომელიც შერჩეულ სტარტაპებს უზრუნველყოფს დეველოპერებისა და ტექნოლოგიების მთავარი მენეჯერის სერვისებით ხუთი თვის განმავლობაში, აგრეთვე ფასდაკლებული სერვისებით ვებდიზაინის, სტრატეგიული კონსულტაციის, მარკეტინგული კონსულტაციის, ფინანსური და მენეჯერული კონსულტაციის, ლეგალური მხარდაჭერის მიმართულებებით, რაც ჯამში 30 000 დოლარის ღირებულებას შეადგენს.

29-05-2019

წყარო: 1tv.ge

14-10-2022

პროგრამის ,,დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 31 ოქტომბერს დაიწყება

06-09-2019

სურსათის სააგენტომ დაასახელა სავარაუდო წყარო, საიდანაც „სუდანის ჯგუფის“ საღებავები საწებლებში მოხვდა

21-03-2019

ცხადდება ერასმუს+ მობილობის კონკურსი

08-04-2019

რატომ ეძებდნენ საბჭოთა მოქალაქეები თევზის კონსერვში ძვირფასეულობას?

08-04-2019

რატომ ეძებდნენ საბჭოთა მოქალაქეები თევზის კონსერვში ძვირფასეულობას?

14-10-2022

პროგრამის ,,დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 31 ოქტომბერს დაიწყება

06-09-2019

სურსათის სააგენტომ დაასახელა სავარაუდო წყარო, საიდანაც „სუდანის ჯგუფის“ საღებავები საწებლებში მოხვდა

21-03-2019

ცხადდება ერასმუს+ მობილობის კონკურსი


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ