|
| 1697 |
|---|
მენი ბენიშმა: სამინისტროს მხრიდან ტექნოლოგიებისადმი განსაკუთრებული მიდგომა უმნიშვნელოვანესია, რადგან მსოფლიო ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული
| ტექაბის აკადემიისა და დეველოპური ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი მენი ბენიშმა საქართველოში გლობალური სტარტაპ ფონდის ოფიციალურ გახსნა შეაფასა. მისი აზრით, ეს სიახლე ქართულ სტარტაპებს მრავალმილიონიან ინვესტიციასთან უხსნის წვდომას და ხაზი გაუსვა, რომ სამინისტროს მხრიდან ტექნოლოგიებისადმი განსაკუთრებული მიდგომა უმნიშვნელოვანესია. აუცილებელია, რომ ბავშვები ტექნოლოგიებით ადრეული ასაკიდან დაინტერესდნენ. „სამინისტროს მხრიდან ტექნოლოგიებისადმი განსაკუთრებული მიდგომა უმნიშვნელოვანესია. მსოფლიოს მომავალი დამოკიდებულია ტექნოლოგიებზე და ჩვენ უკვე ვიცით, რომ ბოლო წლებში ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ცვლის მსოფლიოს. ამიტომ, ჩვენ თუ გვინდა საქართველოში შევქმნათ ეს ცოდნა, უნდა დავიწყოთ საბავშო ბაღებიდან რათა განვითარდნენ ამ მიმართულებით. ჩვენ ტექნოლოგიებით უნდა დავაინტერესოთ ბავშვები სამი-ოთხი წლიდან. ეს პროცესი ბაღებიდან გადავა სკოლებში, სკოლებიდან აკადემიაში და ეს მომავალში განვითარებამდე მიგვიყვანს. ჩვენთან უკვე დასაქმებულია 22-23 წლის 35- მდე ბავშვი, რომლებმაც ისწავლეს 6 თვე და აქვე დაიწყეს მუშაობა სტარტაპებში როცა ბავშვი მიხვდება რომ ტექნოლოგია ცვლის მსოფლიოს, ცვლის მედიცინას, ტრანსპორტს, მშენებლობას და ზოგადად ყველაფერს ცვლის, მას ექნება მონდომება, რაც მსოფლიოსაც შეცვლის და საქართველოსაც შეცვლის.“ - განაცხადა მენი ბენიშმა . |

29-05-2019
წყარო: pia.ge
|
28-02-2019 ქართული ხილი და კენკრა: წარმოების ეფექტიანობა და მარკეტინგი |
|---|
|
10-04-2019 გამოკითხულთა უმრავლესობა დაგროვებითი პენსიის რეფორმას უარყოფითად, ან ძალიან უარყოფითად აფასებს - TI |
|
02-04-2019 გიორგი ქობულია: სახელმწიფო დაუდგება თავდებში იმ ბიზნესს, რომელსაც არ აქვს საკმარისი უზრუნველყოფა, რომ სესხი აიღოს |
|
21-05-2019 სახელმწიფო პროგრამაზე ,,აწარმოე უკეთესი მომავალისთვის“ განაცხადების მიღება დასრულდა! |