მეწარმეების ხელშემწყობი “თბილისური ბაზარი” იხსნება
23 მარტს, ღონისძიებების სერია „თბილისური ბაზარი” იწყება. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მეწარმეობის განვითარებას, დაეხმაროს მეწარმეებს პროდუქციის რეალიზებასა და ცნობადობის გაზრდაში. „თბილისური ბაზარი“ რუსთაველის გამზირზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოპირდაპირე მხარეს გაიმართება. მონაწილეობის მისაღებად, მეწარმეებმა და არტისტებმა უნდა გაიაროთ რეგისტრაცია.
პროექტს ქართული პროდუქტების მწარმოებელი მიკრო და მცირე მეწარმეების გაერთიანება „STALL” ახორციელებს. ღონისძიების მხარდამჭერია თბილისის ეკონომიკური განვითარების სამოქალაქო სამსახური.