|
| 1713 |
|---|
ვის ეკისრება ანგარიშიდან მოპარულ თანხაზე პასუხისმგებლობა და რამდენი უნდა აანაზღაუროს ბანკმა - კობა გვენეტაძის განმარტება
| თუ ტრანზაქცია არის არაავტორიზებული, 100 ლარს ზემოთ პასუხისმგებლობა ეკისრება ბანკს, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ გახრიშებულ ონლაინთაღლითობაზე კომენტირებისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. კითხვაზე, არიან თუ არა ვალდებულები და პასუხისმგებლები ბანკები მომხმარებლის დაკარგულ თანხებზე და უნდა აუნაზღაურონ, თუ არა მომხმარებელს დაკარგული ფული, გვენტაძემ განაცხადა, რომ ამის განსაზღვრა ინდივიდუალურად ხდება. „არსებობს საგადახდო მომსახურების შესახებ კანონი, სადაც ცალსახად არის მითითებული, რომ თუ ტრანზაქცია არის არაავტორიზებული, 100 ლარს ზემოთ პასუხისმგებლობა ეკისრება ბანკს. პირობითად, თუ 500 ლარის ტრანზაქციაა 100 ლარზე პასუხისმგებელი მომხმარებელია და 400 ლარზე ბანკი", - აღნიშნა გვენეტაძემ. მისივე თქმით, ამ საკითხზე ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორთან ერთად მუდმივ რეჟიმში მუშაობს. „კიბერდანაშაული - ეს არ არის ის სიტუაცია, როდესაც მხოლოდ რაღაც გარკვეულ პერიოდშია მნივნელოვანი ამაზე მუშაობა. გვაქვს აქტიური კომუნიკაცია და ვითვალისწინებთ იმ საერთაშორისო გამოცდილებას, რომელიც ამ მიმართებით არსებობს. თუმცა მომხმარებლებმაც უნდა იზრუნონ, რომ შეამცირონ ასეთი მოვლენების რისკები. განცხადებაში, რომელიც მე გამოვაქვეყნე, რამდენიმე ფაქტორი იყო დასახელებული, რომელიც მომხმარებლებმაც უნდა მიიღონ მხედველობაში აუცილებლად. ეს არის - არ უნდა გადავცეთ სხვა პირებს პირადი მონაცემები, ამავე დროს ვებ მისამართის გადამოწმებაც არის აუცილებელი. ამავე დროს, უნდა იყოს შემოწმებული ვებგვერდის შიგთავსი. ამის პროფესიონალური გამოცდილება არ გვექნება, მაგრამ მაინც უნდა შევაფასოთ, როგორი შივთავსია. ასევე განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა ვიყოთ სოციალურ ქსელში არსებულ შემოთავაზებებზეც და ვებგვერდის მფლობელის გადამოწმებაც უმრავლეს შემთხვევაში არის შესაძლებელი სხვადასხვა ხერხებით. უნდა გადავამოწმოთ იმ წყაროს სანდოობა, რომელიც მითითებულია“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ. მისივე თქმით, უსაფრთხოებაზე ფინანსურმა ორგანიზაციებმაც უნდა იზრუნონ. |

29-05-2019
წყარო: bpn.ge
|
24-04-2023 Announcement of Japanese-Language Program for Overseas Students (Outstanding Students) 2023 between Septermber 6 and Septermber 20 in Osaka. |
|---|
|
18-02-2019 რამდენი ლარით დაჯარიმდებიან ავტომფლობელები, რომელთაც სავალდებულო დაზღვევა არ ექნებათ - პარლამენტმა კანონპროექტის განხილვა დაიწყო |
|
05-04-2019 Messe Frankfurt-ის გამოფენა ხორცის სფეროში IFFA |
|
25-03-2019 რამ გამოიწვია ენერგეტიკაში ინვესტიციების შემცირება? |