სომხეთი რუსეთიდან ტვირთების მოცულობას გაზრდის
ნავიგატორი
1734

სომხეთი რუსეთიდან ტვირთების მოცულობას გაზრდის

სომხეთმა და რუსეთმა, ზემო ლარსზე სასაზღვრო პროცედურების გამარტივების საკითხები განიხილეს. ინფორმაციას სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის პრეს-სამსახური ავრცელებს.

რუსეთის ჩრდილო-კავკასიის სასაზღვრო სამმართველოს და ჩრდილოეთ ოსეთის სასაზღვრო დელეგაციის წარმომადგენლებმა 20-23 მაისს, ერევანში, ადგილობრივი სახელმწიფოს სასაზღვრო სამსახურების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს, სადაც თანამშრომლობის გაღრმაცებაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრაზე, „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ ფარგლებში, სომხეთსა და რუსეთს შორის ტვირთების გადაზიდვის საკითხი განიხილეს, საქართველოს ტერიტორიის გავლით.

ასევე, განიხილეს, სასაზღვრო პროცედურებთან დაკავშირებით, ინფორმაციის გაცვლისა და ტვირთების უფრო სწრაფად რეგისტრირების საკითხი, „ზემო ლარსის“ საშუალებით.

„ზემო ლარსის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტი მდებარეობს სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე, რომელიც ერთადერთი სახმელეთო მარშრუტია, სომხეთსა და რუსეთს შორის დასაკავშირებლად.

29-05-2019

წყარო: pia.ge

03-03-2019

ბიზნესიდან მთავრობაში - მინისტრები, რომლებიც ბიზნეს სექტორიდან მოდიან

17-03-2019

რას ვყიდით და ვყიდულობთ ჩინეთში

05-03-2019

საქართველოსა და საფრანგეთის სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

29-03-2019

2019 წლის მარტში საქართველოს დელეგაცია ესტონეთის ელ. მმართველობის აკადემიას ეწვია

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ