|
| 1854 |
|---|
ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის სამშენებლო სამუშაოები $250 მილიონად შეფასდა
| ქალაქ ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა იწყება. პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 250 მილიონი ამერიკული დოლარია. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს. ნებართვა ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ გასცა. „აშენდება 1640 გრძივი მეტრი სიგრძის ახალი დამცავი მოლი და 700 გრძივი მეტრი სიგრძის ღრმაწყლოვანი ნავმისადგომი. ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგური შეძლებს არსებულ გამტარიანობასთან ერთად უზრუნველყოს დამატებით 9 მილიონი ტონა ნაყარი/გენერალური ტვირთისა და 500 000 TEU -ს გადამუშავებას წელიწადში. ფოთის ნავსადგურის მშენებლობა 160 წლის წინ დაიწყო და მას შემდეგ მსგავსი მასშტაბის პროექტი ქალაქ ფოთში არ განხორციელებულა.ახალი ნავსადგურის მშენებლობის სამუშაოები განხორციელდება ევროპული ინვესტიციებით. სიახლე მნიშვნელოვანია როგორც ქალაქისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების, ასევე დასაქმების კუთხით“, - აღნიშნულია ფოთის მერიის ინფორმაციაში. ფოთის მერი გოჩა კურდღელია აღნიშნულ ფაქტს სს“კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის" გენერალურ დირექტორს კლაუს ლაურსენს და ნავსადგურის თითოეულ თანამშრომელს ულოცავს: „დღეს ჩვენი მთავარი საზრუნავია ხელი შევუწყოთ ახალი ნავსადგურის მშენებლობას, სწორად დავგეგმოთ ქალაქის სივრცითი განვითარების პრიორიტეტები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სარკინიგზო და საავტომობილო ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარება“ - აღნიშნავს ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია. |

30-05-2019
წყარო: imedinews.ge
|
29-03-2019 2019 წლის მარტში საქართველოს დელეგაცია ესტონეთის ელ. მმართველობის აკადემიას ეწვია |
|---|
|
18-03-2019 დღეს, სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს, 2019 წლის პირველი სხდომა გაიმართა. |
|
12-09-2019 მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი |
|
05-06-2019 IPM - 2019 წელს ქვეყნის, როგორც ძირითადი, ისე რეგიონული ბიუჯეტების შევსების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ სათამაშო ბიზნესი სახელდება |