მოსწავლეები ფინანსურ განათლებას მიიღებენ
ნავიგატორი
1740


მოსწავლეები ფინანსურ განათლებას მიიღებენ

საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის განვითარების სამომავლო პერსპექტივები და სამოქმედო გეგმა განიხილეს, რომელშიც კომიტეტის წევრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ.

 

სამოქმედო გეგმის შემუშავება, უკანასკნელი თვეების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა რა მიზნითაც შეხვედრები და კონსულტაციები კომიტეტის თითოეულ წევრთან გაიმართა. სამოქმედო გეგმა ემსახურება ფინანსური განათლების სტრატეგიის ეფექტურ დანერგვას, რადგან მასში გაწერილია ფინანსური განათლების ის პრიორიტეტული ღონისძიებები, რომლებიც ეროვნული ბანკის კოორდინაციით, კომიტეტის წევრებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით ხორციელდება.

 

ფინანსური განათლების სტრატეგიის მართვის კომიტეტის N4 სხდომაზე კომიტეტის წევრებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ფინანსური განათლების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა, ფინანსური განათლების პროგრამების მონიტორინგისა და შეფასების სახელმძღვანელო, ფინანსური განათლების პროექტები, სასწავლო მასალები და  ფინანსური განათლების ძირითადი კომპეტენციების ჩარჩო.

 

აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით უკვე შემუშავდა კურიკულუმი, რომლის მიხედვით ახალი სასწავლო წლიდან, საბაზო საფეხურის მოსწავლეები სამოქალაქო განათლების კუთხით, ფინანსური განათლების კომპონენტსაც შეისწავლიან, რომელიც მოსწავლეებისთვის ყველა საკვანძო მნიშვნელოვან  და ფინანსურ საკითხს მოიცავს.

 

ადრეული ასაკიდან ფინანსური განათლების შესწავლა ახალგაზრდებს ხელს შეუწყობს ისეთი ცოდნისა და უნარების განვითარებაში, რაც მათ  მთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგებათ. ადრეული ასაკიდან ფინანსური განათლების მიწოდების საჭიროებას საერთაშორისო გამოცდილებაც ადასტურებს.

31-05-2019

წყარო: reportiori.ge

10-05-2019

აშშ-ში რუსმა რეპერმა ტიმატიმ რესტორანი გახსნა, რომელშიც საკვები შავი ხელთათმანით უნდა მიირთვათ

01-04-2019

გიორგი ქობულია: საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად შემოგვაქვს, რათა...

13-05-2019

სიცილიაში სახლები აუქციონზე იყიდება - საწყისი ფასი 1 ევროა

18-10-2022

სასწავლო სტიპენდიები სლოვაკეთში

18-10-2022

სასწავლო სტიპენდიები სლოვაკეთში

10-05-2019

აშშ-ში რუსმა რეპერმა ტიმატიმ რესტორანი გახსნა, რომელშიც საკვები შავი ხელთათმანით უნდა მიირთვათ

01-04-2019

გიორგი ქობულია: საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად შემოგვაქვს, რათა...

13-05-2019

სიცილიაში სახლები აუქციონზე იყიდება - საწყისი ფასი 1 ევროა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ