სასწავლო სტიპენდიები სლოვაკეთში
ნავიგატორი
1054


სასწავლო სტიპენდიები სლოვაკეთში

დაიწყო განცხადებების მიღება სლოვაკეთის რესპუბლიკის სტიპენდიების ეროვნულ პროგრამაზე 2022/2023 სასწავლო წლის ზაფხულის სემესტრში სასწავლო, კვლევითი და სწავლების მიზნებისთვის.

 

სლოვაკეთის რესპუბლიკის სტიპენდიების ეროვნული პროგრამა მხარს უჭერს საერთაშორისო სტუდენტების, დოქტორანტების, უნივერსიტეტის მასწავლებლების, მკვლევრებისა და ხელოვანების მობილობას სლოვაკეთის უნივერსიტეტებსა და კვლევით ორგანიზაციებში.

 

სტუდენტებს და დოქტორანტებს შეუძლიათ განცხადებით მიმართვა სამოგზაურო ხარჯებისთვის თანხის მისაღებადაც.

 

სლოვაკეთის რესპუბლიკის სტიპენდიების ეროვნული პროგრამის სტიპენდიები ასევე მხარს უჭერს სლოვაკეთის უნივერსიტეტების ან კვლევითი ორგანიზაციების სტუდენტების, დოქტორანტების და პოსტდოქტორების მობილობას სასწავლო ან კვლევითი მიზნებისთვის სლოვაკეთის ფარგლებს გარეთ არსებულ უნივერსიტეტებში ან კვლევით ორგანიზაციებში და ეხმარება ცხოვრების ხარჯების დაფარვაში.

 

სტიპენდიის განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 31 ოქტომბერი, 16:00 CET (ცენტრალური ევროპის დროით).

 

სტიპენდიის საშუალებით სლოვაკეთის რესპუბლიკაში ყოფნის პერიოდი შეიძლება დაიგეგმოს 2022/2023 სასწავლო წლის ზაფხულის სემესტრის განმავლობაში.

 

პროგრამის შესახებ მეტს გაიგებთ ონლაინსაცავიდან: NSP flyer. აპლიკანტებს შეუძლიათ პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება სლოვაკურ, ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე ვებგვერდზე www.scholarships.sk.

განცხადებების წარდგენა შესაძლებელია ონლაინმისამართზე www.scholarships.sk (საერთაშორისო განმცხადებლებისათვის).

 

2023/2024 სასწავლო წლის განმავლობაში სტიპენდიის მისაღებად განცხადებების წარდგენის მომდევნო საბოლო ვადა იქნება 2023 წლის 30 აპრილი.

 

სტუდენტების, დოქტორანტების, უნივერსიტეტის მასწავლებლებისა და მკვლევრების მობილობის ხელშესაწყობად სტიპენდიების ეროვნული პროგრამა სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობამ 2005 წელს მიიღო.

სლოვაკეთის რესპუბლიკის სტიპენდიების ეროვნული პროგრამა ფინანსდება განათლების, მეცნიერების, კვლევისა და სპორტის სამინისტროს მიერ.

 


 წყარო: https://stipendia.ge/

18-10-2022

წყარო: სლოვაკეთის რესპუბლიკა

05-06-2019

კადეტთა კორპუსის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა

25-03-2019

„ცოტა ხანში ალბათ სათამაშო ბიზნესის პლასტიკური ბარათებით მთელი ფინანსები კაზინოზე იქნება მიბარებული“

01-04-2019

ანაკლიის გზის და რკინიგზის პროექტირებაზე გამარჯვებული გამოვლინდა

09-02-2023

ლატვიის მთავრობის სტიპენდიები 2023-2024 აკადემიური წლისათვის

09-02-2023

ლატვიის მთავრობის სტიპენდიები 2023-2024 აკადემიური წლისათვის

05-06-2019

კადეტთა კორპუსის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა

25-03-2019

„ცოტა ხანში ალბათ სათამაშო ბიზნესის პლასტიკური ბარათებით მთელი ფინანსები კაზინოზე იქნება მიბარებული“

01-04-2019

ანაკლიის გზის და რკინიგზის პროექტირებაზე გამარჯვებული გამოვლინდა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ