|
| 1906 |
|---|
გერმანიაში სატვირთო მანქანის ათობით ათასი მძღოლის დეფიციტია
| გერმანიაში სატვირთო მანქანების მძღოლების დეფიციტია. საქონლისა და ტვირთების გადაზიდვებში ჩართული გერმანული ორგანიზაციების შეფასებით, დღეის მდგომარეობით გერმანიაში ათობით ათასი სატვირთო მანქანის მძღოლის საჭიროება დგას. ამის შესახებ ინფორმაციას Detsche Welle-ს რუსული გამოცემა ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში სხვადასხვა ორგანიზაციები 45 ათასიდან 60 ათასამდე მძღოლს ეძებენ. გამოცემის ცნობით, ბოლო წლების განმავლობაში სატვირთო მანქანის მძღოლობის პროფესია დაბალი ხელფასის, მძიმე სამუშაოსა და მარშრუტებზე დახარჯული ბევრი დღის გამო გერმანიაში მიმზიდველი აღარ არის. ოფიციალური მონაცემებით, გერმანიაში მომუშავე მძღოლების თითქმის მესამედი 55 წლის ან უფრო მეტის არის. 25 წელზე უფრო ახალგაზრდა მძღოლები კი საერთო რაოდენობის მხოლოდ 2.5%-ს შეადგენენ. ამასთან თითქმის ყველა მძღოლი კაცია და მთლიანობაში ქალების წილი 1.7%-ია. ყოველწლიურად გერმანიაში 30 ათასამდე სატვირთო მანქანის მძღოლი გადის პენსიაზე, მათ ნაცვლად კი სისტემაში თითქმის ორჯერ ნაკლები რაოდენობის მძღოლები მოდიან. |

03-06-2019
წყარო: imedinews.ge
|
02-04-2019 სურსათის მაღაზიებში ამბობენ, რომ მოსახლეობა ნაგვის პარკებს იმარაგებს |
|---|
|
26-10-2022 სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიები საფრანგეთში |
|
07-03-2019 მიმდინარე წელს ახალი პროექტი ,,დაგეგმე ვიზიტი ქალაქის მერთან“ ამოქმედდა. |
|
07-05-2019 სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 5 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცა |