წლიურმა ინფლაციამ 2017 წლის დეკემბრის შემდეგ მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია
ნავიგატორი
1653

წლიურმა ინფლაციამ 2017 წლის დეკემბრის შემდეგ მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.7 პროცენტი შეადგინა.

წლიურმა ინფლაციამ 2017 წლის დეკემბრის შემდეგ მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია. ამასთან, სამომხმარებლო ფასების ზრდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელს – 3 პროცენტს აღემატება.

საქსტატის ცნობით, წლიურად სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.9 პროცენტით, მათ შორის ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე – 33.7 პროცენტით, თევზეულზე – 13.5 პროცენტით, პურსა და პურპროდუქტებზე – 11.6 პროცენტით, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე – 7.2 პროცენტით, ასევე მინერალურ წყლებზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე – 4.8 პროცენტით. ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე 19.9 პროცენტით.

ერთ წელიწადში ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე  – 44.6 პროცენტით; პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე – 4.4 პროცენტით და სატრანსპორტო მომსახურებაზე – 1.6 პროცენტით; გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე – 6.4 პროცენტით; სამედიცინო პროდუქციაზე, აპარატურასა და მოწყობილობაზე – 4.5 პროცენტით, ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე – 2.9 პროცენტით და საავადმყოფოების მომსახურებაზე – 1.6 პროცენტით.

03-06-2019

წყარო: 1tv.ge

25-05-2023

საქართველოში უძრავი ქონების ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური კონფერენცია ,,გრემო’’ - 2023 31 მაისს Courtyard by Marriott Batumi-ში გაიმართება

30-04-2019

დიდ ბრიტანეთში ქართული ქვევრის ღვინის მუზეუმი გაიხსნა

17-03-2019

„საქართველოს ფოსტამ“ 2017 წელს 6,6 მლნ-ის დანამატი გასცა - რა შენიშვნა აქვს აუდიტს?

02-05-2019

3 მაისს თბილისში დასაქმების ფორუმი გაიმართება

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ