|
1611 |
---|
RDFG-მ მონაწილეობა მიიღო ჟენევაში გამართულ კატასტროფის რისკის შემცირების გლობალურ პლატფორმაში
2019 წლის 16 მაისს, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) ცენტრის თავჯდომარე, ვანო გრიგოლაშვილი კატასტროფის რისკის შემცირების ინიციატივის პარტნიორობამ (CADRI) მიიწვია ჟენევაში გამართულ კატასტროფის რისკის შემცირების გლობალურ პლატფორმაში მონაწილეობის მისაღებად, სადაც მან საქართველოს მაგალითზე ისაუბრა სამთავრობო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ურთიერთანამშრომლობის როლზე კატასტროფის რისკის შემცირების დღის წესრიგის პრიორიტეტების განსზაღვრის პროცესში. CADRI-ის ღონისძიებაზე, რომელიც კატასტროფის რისკის შემცირების სტრატეგიების ადგილობრივ დონეზე შემუშავებას ეხებოდა, ვანო გრიგოლაშვილმა პანელური დისკუსიის ფარგლებში, იმ გაკვეთილებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველომ კატასტროფის რისკის შემცირების სტრატეგიის განხორციელებაში სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობიდან მიიღო. გარდა ამისა, განმარტა, თუ როგორ შეიძლება ჩაერთონ არასამთარობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება ეროვნულ და ადგილობრივ DRR სტრატეგიის განხორციელების პროცესში და როგორ შეიძლება მათი ჩართულობა მხარდაჭერილ იქნას განხორციელების პროცესის ბოლომდე. ღია დისკუსიის ფარგლებში, მან განიხილა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ზემოაღნიშნული მხარეების როლი ეროვნული და ადგილობრივი სტრატეგიის შემუშავების პროცესში და საქართველოში კატასტროფის რისკის შემცირების აქტივობების განხორციელების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას უამბო RDFG-ის კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) ცენტრის კონკრეტული წვლილისა და გამოცდილების შესახებ. „კატასტროფის რისკის შემცირების სტრატეგიის შემუშავებასა და მის განხორციელაბაში დადებითი დინამიკის გამომწვევი მთავარი წარმატების ფაქტორი გახლავთ საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან საქართველოს მთავრობის ე.წ. ღია სტრატეგია, ასევე, პარტნიორი ქვეყნების წარმატებული გამოცდილების გაზიარება“, – RDFG-ის თავჯდომარე, ვანო გრიგოლაშვილი. სესიას ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტები, რათა Sendai-ის ჩარჩო პროგრამის ფარგლებში კატასტროფის რისკის შემცირებისათვის შემუშავებული სტრატეგიის შესაბამისად, გლობალური მიზნის მისაღწევად საჭირო პროგრესი, გამოცდილება და ის გაკვეთილები წარედგინათ, რომლებიც ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე კატასტროფის რისკის შემცირების სტრატეგიის განხორციელების შედეგად მიიღეს. პანელური დისკუსიის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნების ორგანიზაციის (UNFAO) წარმომადგენლებმა, ასევე, სერბეთის ეროვნული კატასტროფის რისკების მართვის პროგრამის დირექტორის მაოდგილემ, სანდრა ნედელკოვიჩმა ისაუბრეს კატასტროფის რისკის შემცირების სტრატეგიის შემუშავებაში სხვადასხვა სექტორის ჩართულობის წარმატების ფაქტორებზე, ასევე, კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგიის შედეგად განსაზღვრული პრიორიტეტების ადგილობრივად „ლოკალიზებისგან“ მიღებულ გაკვეთილებზე და თუ როგორ შეიძლება კერძო სექტორის ადგილობრივ აქტივობაში ჩართვა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საჯარო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო ინსტიტუციების წარმომდგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან. კატასტროფის რისკის შემცირების ინიციატივა (CADRI) არის გაეროს წევრი 19 ორგანიზაციისა და მისი არაწევრი ორგანიზაციების გლობალური პარტნიორობა, რომლის მუშაობის კონცეფცია ეყრდობა მოსაზრებას, რომ არავინ უნდა დარჩეს გარეთ და კატასტროფისა და კლიმატური რისკების შემცირების მიზნით, ქვეყნების შესაძლებლობების გაძლიერების გზით, უნდა განახორციელოს 2030 წლამდე გაწერილი აქტივობები. კატასტროფის რისკის შემცირების გლობალური პლატფორმა, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ სხვადასხვა ჩართულ მხარეებს ფორუმზე იწვევს, დაარსდა გაეროს გენერალური ასებმლეის მიერ კატასტროფის რისკის შემცირების ფარგლებში მიღწეული პროგრესის საჩვენებლად, ცოდნის გასაზიარებლად და უახლესი მოვლენებისა და მიღწევების განსახილველად. კატასტროფის რისკის შემცირების გლობალური პლატფორმა გახლავთ კატასტროფის რისკის შემცირების მიზნით Sendai-ის ჩარჩო პროგრამის (2015-2030) მონიტორინგისა და განხორციელების პროცესის მნიშვნელოვანი კომპონენტი. |
06-06-2019
წყარო: rdfg.ge
24-11-2020 უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა - FDI გრანტი |
---|
20-01-2023 Call for Young Researchers from Georgia, Armenia, and Azerbaijan on the Geopolitical Shifts in the South Caucasus Region |
28-11-2022 Erasmus+ 2023 call launched: €4.2 billion to support mobility and cooperation in education, training, youth and sport |
15-04-2019 ივანე მაჭავარიანი - ყველა ფინანსური ინსტიტუტის მხრიდან გვაქვს სრული მხარდაჭერა იმ რეფორმებთან მიმართებაში, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს |