დეპოზიტების მოცულობამ 24 მლრდ-ს გადააჭარბა

კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა მაისში წინა თვესთან შედარებით 3.71%-ით - 858 მლნ ლარით 24.01 მლრდ ლარამდე გაიზარდა.

მაისში ვადიანი დეპოზიტების მოცულობა 504 მლნ ლარით, მოთხოვნამდე დეპოზიტების მოცულობა კი 353 მლნ ლარით გაიზარდა.

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი უმნიშვნელოდ 0.02%-ით 38.26%-მდე შემცირდა.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.50% შეადგინა. აქედან უცხოურ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთმა 2.86% შეადგინა, ხოლო ლარში 7.14%.

უცხოურ ვალუტაში გათავსებული დეპოზიტების 84.86% დოლარზე მოდიოდა, 13.72% ევროზე.