„თი-ბი-სი ჯგუფი“ ლონდონში ინვესტორების დღეს უმასპინძლებს
ნავიგატორი
1751


„თი-ბი-სი ჯგუფი“ ლონდონში ინვესტორების დღეს უმასპინძლებს

6 ივნისს  „თი-ბი-სი ჯგუფი“ ლონდონში ინვესტორების დღეს გამართვს. ღონისძიება საფონდო ბირჟის ოფისში გაიმართება და მას სხვადასხვა ქვეყნის 120-მდე ინვესტორი, ანალიტიკოსი და ფინანსური სექტორის წარმომადგენელი დაესწრება.
ღონისძიებაზე „თი-ბი-სი“ ბანკის ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლები „თი-ბი-სი ჯგუფის“ ფინანსური და ტექნოლოგიური მიღწევების, მიზნებისა და სამომავლო განვითარების გეგმების შესახებ ინვესტორებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან. საუბარი შეეხება უზბეკეთისა და აზერბაიჯანის ბაზრებსაც, სადაც განვითარება და ზრდა „თი-ბი-სი ჯგუფის“ სტრატეგიის ნაწილია.
ინვესტორების დღე რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება. „თი-ბი-სის“ მენეჯმენტის წარმომადგენლები დამსწრე აუდიტორიისთვის პრეზენტაციებს შემდეგ თემებზე გამართავენ: ბიზნესსტრატეგია, ფინანსური შედეგები, სრულად ციფრული ბანკი სფეისი, მაკროეკონომიკური მიმოხილვა, რისკ-მენჯმენტი, საცალო, კორპორატიული და საინვესტიცი საბანკო მომსახურება, მიკრო მცირე და საშუალო ბიზნესი, „თი-ბი-სი დაზღვევა“, სიახლეები აზერბაიჯანისა და უზბეკეთის ბაზრებზე, ეჯაილის სტურქტურა და სხვა.
ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება და ინვესტორებს შესაძლებლობა ექნებათ, მათთვის საინტერესო შეკითხვებზე კონკრეტული მიმართულების ხელმძღვანელებისგან ამომწურავი პასუხები მიიღონ.
“ინვესტორების დღე უნიკალური შესაძლებლობაა ერთი მხრივ „თი-ბი-სი“ ბანკისთვის, ინვესტორებს და საერთაშორისო პარტნიორებს გაუზიაროს მიმდინარე შედეგები, ბანკის განახლებული სტრატეგია და ხედვა, მეორე მხრივ კი ინვესტორებისთვის, მიიღონ განახლებული ინფორმაცია და პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარონ ბანკის მენეჯმენტის წარმომადგენლებთან. დამსწრე აუდიტორიას წელს ძალიან ბევრ სიახლეს გავუზიარებთ, რაც ღონისძიებას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის. წელიწადში ერთხელ ინვესტორებთან მსგავსი ტიპის კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით”, – განაცხადა „თი-ბი-სი“ ბანკის ფინანსურმა დირექტორმა გიორგი შაგიძემ.
წელს, „თი-ბი-სი ჯგუფი“ ინვესტორების დღეს ლონდონში უკვე მეხუთედ მასპინძლობს.

06-06-2019

წყარო: kvira.ge

25-03-2019

„ მთაწმიდაზე, MKdevelopment -ის ე.წ. კანონიერი მშენებლობა არის უპასუხისმგებლო და ქალაქის ინტერესების საწინააღმდეგო„ - რას პასუხობს სამშენებლო კომპანია კომერსანტს

03-05-2019

დაცულ ტერიტორიებზე შესვლა გაძვირდა

25-07-2019

სოციალური მედიის მართვა - Live დემო ლექცია

11-04-2019

ქუთაისისთვის ახალი ავტობუსების შეძენას სავარაუდოდ „იბიარდი“ დააფინანსებს

11-04-2019

ქუთაისისთვის ახალი ავტობუსების შეძენას სავარაუდოდ „იბიარდი“ დააფინანსებს

25-03-2019

„ მთაწმიდაზე, MKdevelopment -ის ე.წ. კანონიერი მშენებლობა არის უპასუხისმგებლო და ქალაქის ინტერესების საწინააღმდეგო„ - რას პასუხობს სამშენებლო კომპანია კომერსანტს

03-05-2019

დაცულ ტერიტორიებზე შესვლა გაძვირდა

25-07-2019

სოციალური მედიის მართვა - Live დემო ლექცია


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ