შალვა ალავერდაშვილი - ბაქოდან, ერევნიდან და ტრაპიზონიდან უფასო ე.წ. შატლები უნდა დავნიშნოთ, რომლითაც საქართველოში რუსი ტურისტები მარტივად შემოვლენ
ნავიგატორი
1674

შალვა ალავერდაშვილი - ბაქოდან, ერევნიდან და ტრაპიზონიდან უფასო ე.წ. შატლები უნდა დავნიშნოთ, რომლითაც საქართველოში რუსი ტურისტები მარტივად შემოვლენ

ბაქოდან, ერევნიდან და ტრაპიზონიდან უფასო ე.წ. შატლების დანიშვნა, ასევე ტურისტების შემოსვლის პროცედურების გამარტივება რიგი ქვეყნებთან, – აღნიშნული საკითხები იმ 10 პუნქტიანი დოკუმენტის ნაწილია, რომელიც სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელმა, შალვა ალავერდაშვილმა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავასა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე წარადგინა.

მისი თქმით, ამ საკითხების მოგვარების მხრივ ძირითადი უწყება არამარტო ეკონომიკის სამინისტრო, არამედ საგარეო საქმეთა სამინისტროც იქნება.

„ერთ-ერთი ძირითადი პუნქტი არის მოლაპარაკებები საზღვართან მიმართებაში, რომ გამარტივდეს საქარველოში შემოსვლის პროცედურები იმ ქვეყნებისთვის, ვისთვისაც აქამდე შედარებით გართულებული იყო, რათა სხვა ქვეყნიდან ტურისტები დავახმაროთ სეგმენტს, რომელმაც ახლა საკმაოდ დიდი ზარალი ნახა, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონი, რომელიც საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. 10 პუნქტიანი დოკუმენტის ერთ- ერთი ძირითადი თემაა, რომ ახლომდებარე აეროპორტებში, ბაქოში, ერევანსა და ტრაპიზონში დავაყენოთ უფასო ე.წ. შატლები, რომელიც საქართველოში მარტივად შემოიყვანს რუს ტურისტებს. დღეს თითქმის 100 სასტუმროს წარმომადგენელზე მეტი ვიყავით შეკრებილი. ცალ-ცალკე გვწერენ და გვეუბნებიან, რომ ჩვენ გვინდა, საქართველოში ჩამოსვლა და დაგვეხმარეთ ახალი გზების მოძიებაში“, – განაცხადა ალავერაშვილმა.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანი თემაა, დამატებით ჩარტერული ავიარეისების დანიშვნა სხვადასხვა ქვეყნიდან.

„გარდა ამისა, მეორე თემა იყო დამატებით ჩარტერული რეისების დანიშვნა, ქვეყნებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ეს არის ბალტიისპირეთის ქვეყნები, უკრაინა, ყაზახეთი, საიდანაც შეიძლება, ნაკადები გაიზარდოს და უფრო მეტი ტურისტი ჩამოვიყვანოთ“, – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

25-06-2019

წყარო: 1tv.ge

24-04-2023

Announcement of Japanese-Language Program for Overseas Students (Outstanding Students) 2023 between Septermber 6 and Septermber 20 in Osaka.

27-02-2019

ადიგენის რაიონის სოფელ უდეში პროექტი „SAY YES“ „თქვი კი“ – ფარგლებში დუალური განათლების შესახებ შეხვედრა გაიმართა

21-02-2019

თამარ ბერუჩაშვილმა ბრიტანეთის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი გააცნო

19-03-2019

„საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობას ჰონგ-კონგის ბიზნეს დელეგაცია გაეცნო

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ