უმასპინძლე მდგრადი ენერგეტიკის დღეს საქართველოში — ძირითადი აქცენტი უნარებზეა
ნავიგატორი
641


უმასპინძლე მდგრადი ენერგეტიკის დღეს საქართველოში — ძირითადი აქცენტი უნარებზეა

მდგრადი ენერგეტიკის დღეები მსოფლიოს მასშტაბით ტარდება, რათა ხელი შეეწყოს სუფთა ენერგეტიკასა თუ ენერგოეფექტიანობას და წაახალისოს შესაბამისი ქცევით ცვლილებები თუ ინოვაციები. ეს ინიციატივა ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის (EUSEW) ძირითადი კომპონენტია. ევროპაში განახლებადი და ეფექტიანი ენერგიის გამოყენებას მიძღვნილი უდიდესი ყოველწლიური ღონისძიება, EUSEW, წელს 20-22 ივნისს ჩატარდება.

მდგრადი ენერგეტიკის დღეები 2023 წლის 30 ივნისამდე გაიმართება. მათ ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა ფორმატისა თუ ხანგრძლივობის სესიებზე განსხვავებულ საკითხებს გამოიკვლევენ. მაგალითად, ღონისძიება შეიძლება კონცენტრირდეს ცნობიერების ამაღლებაზე, სპეციფიკურ აქტივობაზე ან კონკრეტულ ტექნოლოგიასა თუ სამოქმედო კურსზე. ის შეიძლება ეხებოდეს ადგილობრივ თემს ან თუნდაც მთელ რეგიონს. 

მდგრადი ენერგეტიკის დღეები შესაძლოა ჩატარდეს სახელმწიფო ან კერძო შენობებში, ღია ცის ქვეშ ან ონლაინ. წარსულში ღონისძიებები ჩატარებულა ისეთ განსხვავებულ ადგილებში, როგორებიცაა სკოლები, პარკები, ქალაქის მუნიციპალიტეტები, ქარხნები თუ საკონფერენციო ცენტრები.

უნარების ევროპული წლის კონტექსტში განსაკუთრებით წახალისებულია ღონისძიებები, რომლებიც ევროპის მოქალაქეების მიერ ისეთი უნარების შეძენაზე კონცენტრირდება, როგორებიც მათ  სუფთა ენერგეტიკაზე გადასვლას გაუმარტივებს. 

მდგრადი ენერგეტიკის დღის ორგანიზება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერი აუდიტორიისთვის — იმ პირობით, რომ დაგეგმილი აქტივობა მკაფიოდ წარმოაჩენს სუფთა ენერგეტიკისა და ენერგოეფექტიანობის მნიშვნელობას. ღონისძიება უნდა ჩატარდეს ადგილობრივად და უნდა იყოს არაკომერციული. მასზე დასწრება უნდა იყოს უფასო და მან, სულ მცირე, 10 მონაწილე უნდა მიიზიდოს.

მდგრადი ენერგეტიკის დღეების მასპინძლობისთვის განაცხადების შეტანის ბოლო ვადა 15 ივნისია.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეული (EUSEW)

დახურვის თარიღი:

ივნისი 15, 2023

 


 

წყარო: https://euneighbourseast.eu/

24-05-2023

წყარო: EU neighbours east

10-04-2019

ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე გახდა

05-04-2019

Messe Frankfurt-ის გამოფენა ხორცის სფეროში IFFA

03-04-2019

ქუთაისის მიმართულებით გდანსკიდან პირველი ავიარეისი შესრულდა

01-05-2019

სესხის გამცემი სუბიექტებისთვის სარეგისტრაციო დოკუმენტების წარდგენის ვადა ამოიწურა

01-05-2019

სესხის გამცემი სუბიექტებისთვის სარეგისტრაციო დოკუმენტების წარდგენის ვადა ამოიწურა

10-04-2019

ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე გახდა

05-04-2019

Messe Frankfurt-ის გამოფენა ხორცის სფეროში IFFA

03-04-2019

ქუთაისის მიმართულებით გდანსკიდან პირველი ავიარეისი შესრულდა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ