|
2064 |
---|
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ კერძო სექტორთან პრობლემების აღმოსაფხვრელად
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთან ერთად არსებული გამოწვევების დაძლევის სხვადასხვა საკითხები განიხილეს. “დღევანდელი შეხვედრა იყო ჩვენი ინიცირებული, რომ მოკლე ვადებში შეგვეტყო თუ რა მდგომარეობაა. დღეს მოვისმინეთ, რომ ჩვენი სექტორის საკმაოდ დიდ ნაწილს აქვს დიდი დანაკლისი, რომელიც ხელშესახები და შესამჩნევია. ჩვენ ვისაუბრეთ, თუ რა გზებით შეიძლება წავიდეთ, რომ კერძო სექტორს მხარი დავუჭიროთ. ჩვენ ვიმუშავებთ კერძო სექტორთან ერთად პრობლემების მოსაგვარებლად. როგორც იცით ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვახორციელებთ საქართველოს საპრომოციო აქტივობებს, ქვეყნის ცნობადობის გაზრდისათვის სტრატეგიულ ქვეყნებში საქართველოს შესახებ ვატარებთ კამპანიებს, ეს მოიცავს რეკლამებს, როგორც ტელევიზიებში, ასევე სოციალურ ქსელებში. ჩვენ დაწყებული გვაქვს მასშტაბური კამპანია CNN-ზე, სამიზნე აუდიტორიაა ევროკავშირის და სპარსეთის ყურის ქვეყნები.“ განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთან ერთად არსებული გამოწვევების დაძლევის სხვადასხვა საკითხები განიხილეს. შეხვედრას კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმა ეკონომიკის სამინისტროს სექტორის მხარდასაჭერად საკუთარი გეგმები გააცნეს და რეკომენდაციები შესთავაზეს. |
25-06-2019
წყარო: pia.ge
25-07-2019 რედისონ ბლუ ივერიაში სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 100 წლის იუბილესა და გენდერული სტატისტიკის წარმოების კონფერენცია მიმდინარეობს |
---|
24-04-2019 საქართველოში ღამის ხედვის სისტემით აღჭურვილი ვერტმფრენებისთვის ექსპლუატაციის წესები დგინდება |
19-03-2019 არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ზრდის ტრენდი თამბაქოზე დაწესებული გაუაზრებელი გადასახადების შედეგია |
10-05-2019 ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2019 წელს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება |