რა თანხას ხარჯავს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უცხოეთში საქართველოს რეკლამირებაზე
ნავიგატორი
1927

რა თანხას ხარჯავს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უცხოეთში საქართველოს რეკლამირებაზე

2019 წელს უცხოურ მედიაში საქართველოს რეკლამირებაზე ბიუჯეტით 19 281 000 ლარია განსაზღვრული.

ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან მიმდინარე წლის 6 თვეში 8 220 444,52 დაიხარჯა.

რაც შეეხება გასულ წელს, უცხოურ მედიაში საქართველოს პოპულარიზებაზე ბიუჯეტიდან 19 438 500 ლარი გამოიყო, საიდანაც 19 435 803 ლარის ათვისება მოხდა.

აღსანიშნავია, რომ „ბიზნესპრესნიუსი“ ასევე დაინტერესდა, ბიუჯეტით განსაზღვრული თანხიდან, კონკრეტულად რამდენი დაიხარჯა: ვიდეო რგოლების მომზადებაში, უცხოელი ჟურნალისტებისა და ტურ-ოპერატორების ჩამოყვანაზე, ასევე სხვადასხვა მედია საშუალებებში საქართველოს რეკლამირებაზე, თუმცა უწყებამ ინფორმაცია დეტალურად არ მოგვაწოდა.

რაც შეეხება აჭარას, 2019 წელს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ უცხოურ მედიაში რეგიონის რეკლამირებაზე ბიუჯეტიდან 4 988 400 ლარი გამოყო. 2018 წელს კი ბიუჯეტით განსაზღვრული იყო 5 880 000 ლარი, საიდანაც 5 539 564 ლარის ათვისება მოხდა.

03-07-2019

წყარო: bpn.ge

30-08-2019

ჩინური დღიური - პრეზენტაცია

28-04-2023

ტაილანდის საერთაშორისო სააგენტო აცხადებს კონკურსს სტიპენდიების მოსაპოვებლად

10-10-2022

ოქსფორდის სტრატეგიული ლიდერობის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო

28-12-2022

საქართველოს ბანკის Cashback აქციით ბიზნესს დახარჯული თანხის 40%-ის დაბრუნება შეუძლია

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ