სვანეთში მდებარე ელექტროგადამცემ ხაზზე „იფარი“ აღდგენითი სამუშაოები დასრულდა
ნავიგატორი
1858

სვანეთში მდებარე ელექტროგადამცემ ხაზზე „იფარი“ აღდგენითი სამუშაოები დასრულდა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ სვანეთში მდებარე ელექტროგადამცემ ხაზზე „იფარი“ აღდგენითი სამუშაოები დაასრულა.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფორმაციით, სოფელ კალას მიმდებარე ტერიტორიაზე, ალპურ ზონაში, ზვავმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზის 72-ე ანძა, რამაც საფრთხის ქვეშ დააყენა ჰიდროელექტროსადგურის „მესტიაჭალა 1-2“-ის მიერ გამომუშავებული სიმძლავრის ქსელში ინტეგრირება.

ელექტროგადამცემი ხაზი „იფარი“ ერთმანეთთან აკავშირებს ქვემო სვანეთისა და მესტიის რაიონების ქვესადგურებს და მისი ძირითადი მარშრუტი ზღვის დონიდან 3000 მეტრზე გადის.

ელექტროსისტემის ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში, გაიწმინდა გზის 12 კმ-იანი მონაკვეთი, მათ შორის 5 კმ ალპურ ზონაში მდებარეობდა, სადაც დიდი იყო ზვავსაშიშროების რისკი. დაზიანება სრულად აღმოიფხვრა. გარდა ამისა, პრევენციის მიზნით, კონკრეტულ ლოკაციაზე დაემატა კიდევ ერთი ანძა.

„ელექტროგადამცემი ხაზის „იფარი“ გამართულ და საიმედო მუშაობას დიდი მნიშვნელობა აქვს სვანეთის ენერგომომარაგებისა და ტურიზმის განვითარების კუთხით“, – აცხადებენ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში “.

03-07-2019

წყარო: 1tv.ge

30-05-2019

„ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტი სამშენებლო ნებართვას არ წარმოადგენს"

31-08-2022

მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამა

10-10-2022

2023 წელს, სოფლის განვითარების სააგენტო ახალ პროექტს იწყებს

12-08-2022

500 Global- ის აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო!

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ