გამოყენების წესები

საიტის გამოყენების პირობები.

რა არის საიტი

projects.org.ge („Projects Georgia“) არის საქართველოში მიმდინარე პროექტების, გრანტების, სუბსიდიების და დაფინანსებული ტრენინგების უფასო ცნობარი. საიტის გამოყენებით ეთანხმებით ამ წესებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

ინფორმაციის სიზუსტე

პროექტების შესახებ ინფორმაციას ვაგროვებთ დამფინანსებლების ოფიციალური წყაროებიდან და თითოეულ პროექტს ვურთავთ წყაროს ბმულს. ვცდილობთ, ინფორმაცია იყოს ზუსტი და განახლებული, თუმცა პირობები, ვადები და თანხები შეიძლება დამფინანსებელმა შეცვალოს. განაცხადის შეტანამდე ყოველთვის გადაამოწმეთ ინფორმაცია ოფიციალურ წყაროზე.

Projects Georgia არ არის დამფინანსებელი, არ იღებს განაცხადებს სხვა ორგანიზაციების კონკურსებზე და არ იღებს გადაწყვეტილებას გამარჯვებულების შესახებ.

მომსახურების საფასური

საიტით სარგებლობა და სიახლეების გამოწერა უფასოა. თუ ვინმე Projects Georgia-ს სახელით გრანტის მოპოვებისთვის თანხას გთხოვთ, ეს ჩვენი მოთხოვნა არ არის — შეგვატყობინეთ საკონტაქტო ფორმით.

გამოწერა და მიმოწერა

გამოწერისას ან საკონტაქტო ფორმით მოწერისას მიუთითეთ სწორი მონაცემები. გამოწერის შეცვლა ან გაუქმება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს — ბმული ყველა წერილშია. საკონტაქტო ფორმა არ გამოიყენოთ სპამის, შეურაცხმყოფელი ან უკანონო შინაარსის გასაგზავნად; ასეთ შეტყობინებებს ვშლით და შესაძლოა, გამგზავნს წვდომა შევუზღუდოთ.

Facebook-ის გვერდი

საიტზე დამატებულ პროექტებს ვაქვეყნებთ ჩვენს Facebook-ის გვერდზე ProjectsGeorgia. გამოქვეყნება ხდება მხოლოდ ჩვენი გვერდის სახელით; საიტი არ აქვეყნებს არაფერს თქვენი სახელით და არ იღებს წვდომას თქვენს Facebook-ის ანგარიშზე.

შინაარსის გამოყენება

პროექტების აღწერები ჩვენ მიერაა მომზადებული. მათი გაზიარება შეგიძლიათ წყაროდ projects.org.ge-ის მითითებით. დამფინანსებლების სახელები და ლოგოები ეკუთვნის შესაბამის ორგანიზაციებს და გამოიყენება მხოლოდ პროექტის წყაროს აღსანიშნავად.

პასუხისმგებლობა

Projects Georgia არ აგებს პასუხს დამფინანსებლის გადაწყვეტილებებზე, კონკურსის პირობების ცვლილებაზე ან სხვა საიტების შინაარსზე, რომლებზეც ბმულით გადადიხართ.

ცვლილებები და კონტაქტი

ამ წესებს შეიძლება დროდადრო განვაახლოთ; მოქმედი ვერსია ყოველთვის ამ გვერდზეა. კითხვებისთვის: საკონტაქტო ფორმა ან info@projects.org.ge.