საგრანტო კონკურსი: საგამოძიებო ჟურნალისტიკის ხელშეწყობა პოზიტიური ცვლილებისათვის
ნავიგატორი
218


საგრანტო კონკურსი: საგამოძიებო ჟურნალისტიკის ხელშეწყობა პოზიტიური ცვლილებისათვის

უნიკალური ნომერი: 001599

კონკურსის შესახებ:

ევროპის ფონდი აგრძელებს სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების ძალისხმევის მხარდაჭერას, საქართველოში ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და საჭიროებაზე დაფუძნებული საჯარო პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობისათვის. ამ მიზნით, ფონდი იწვევს საპროექტო განაცხადებს, რომელთა მიზანია სისტემური კორუფციის შემთხვევების მხილება და ცუდი მმართველობის პრაქტიკის გამოვლენა ფაქტების დადგენის, მათი გამოქვეყნების და ადვოკატირების მეშვეობით, რაც რეალურ ცვლილებებს შეუწყობს ხელს და მოქალაქეთა ცხოვრებას გააუმჯობესებს. საგრანტო სქემის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები უნდა ითვალისწინებდეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა (სსო) და მედიას შორის პარტნიორობას. აღნიშნული პარტნიორობა მოიაზრებს მოქალაქეებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების ჟურნალისტურ გამოძიებას და გამოვლენილი პრობლემების გადასაჭრელად მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების კამპანიების წარმართვას.

ევროპის ფონდი იწვევს ჟურნალისტებსა და მედიასაშუალებებს, რომლებსაც მათთვის საინტერესო თემის საფუძვლიან ჟურნალისტურ გამოძიებაში ჩართვის ინტერესი და შესაძლებლობა ექნებათ და ამავდროულად, საგამოძიებო და ადვოკატირების ძალისხმევის მხარდაჭერისათვის მეტი პარტნიორის (მაგ. საინფორმაციო სააგენტოები, საგამოძიებო ნაწილები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, სამოქალაქო აქტივისტები და ა.შ.) მობილიზებას შეძლებენ. თემები შეიძლება ეხებოდეს მნიშვნელოვან კანონდარღვევებს, პოლიტიკურ კორუფციას ან კორპორატიულ დანაშაულს.

განმცხადებლებმა ევროპის ფონდში სრული საპროექტო განაცხადი უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2023 წლის 11 დეკემბრის 17:00 საათისა, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@epfound.ge.

დაინტერესებული პირებისათვის 2023 წლის 14 ნოემბერს 14:00 საათზე გაიმართება კითხვა-პასუხის სესია (ონლაინ). რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე:

https://us06web.zoom.us/j/83324497400?pwd=TBdbOB7wme0aFIewPXWao8u9gOdqGg.1

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ საკონკურსო განცხადების სრული ტექსტი.


წყარო: ევროპის ფონდი

დამატებულია: 10-11-2023

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 11-12-2023 ვადა იწურება

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 7 დღე;






10-02-2023

სახელმწიფო პროგრამა - "სუბსიდირებული იპოთეკური სესხი"

05-06-2023

საგრანტო კონკურსი

17-02-2023

ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა

23-11-2022

EU4Dialogue კომპონენტი 2 საგრანტო მექანიზმი – რაუნდი II

23-11-2022

EU4Dialogue კომპონენტი 2 საგრანტო მექანიზმი – რაუნდი II

10-02-2023

სახელმწიფო პროგრამა - "სუბსიდირებული იპოთეკური სესხი"

05-06-2023

საგრანტო კონკურსი

17-02-2023

ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა


სიახლეების გამოწერა












Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ