წიგნის თარგმნის პროგრამა
ნავიგატორი
387


წიგნის თარგმნის პროგრამა

უნიკალური ნომერი: 001649

კონკურსის შესახებ:

აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება აცხადებს კონკურსს ამერიკელი ავტორების წიგნის თარგმნის პროგრამაზე. პროგრამის მიზანია ქართველი სტუდენტებისათვის, მკვლევარებისა და დაინტერესებული საზოგადოებისთვის გაზარდოს უახლეს კვლევებზე, სახელმძღვანელოებსა და თანამედროვე პოპულარულ ლიტერატურაზე ფინანსური და ფიზიკური ხელმისაწვდომობა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საგამომცემლო სახლებსა და საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებს. პროგრამის დაფინანსების შემთხვევაში, წიგნის თარგმნის პროექტის ფარგლებში გაიცემა გრანტები შემდეგი მიმართულებით:

  • საჯარო პოლიტიკა/სამოქალაქო განათლება: ზოგადი საჯარო პოლიტიკა, კიბერ განათლება და კიბერ უსაფრთხოება, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების მართვის საჯარო პოლიტიკა.
  • მედია: მედია ეთიკა, მედიის მენეჯმენტი, კიბერ განათლება და კიბერ უსაფრთხოება, სტრატეგიული კომუნიკაცია, მასკომუნიკაცია და სხვა დაკავშირებული თემები.
  • სამართალი: საერთაშორისო სამართალი, ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და სხვა დაკავშირებული თემები.
  • ეკონომიკა: მეწარმეობა, ბიზნეს ადმინისტრირება, მენეჯმენტი, ეკონომიკა და სხვა დაკავშირებული თემები.
  • ზოგადი განათლება: განათლების მენეჯმენტი და ადმინისტრირება; კურიკულუმის დაგეგმვა და განვითარება; საგანმანათლებლო ტექნოლოგიები; სპეციალური განათლება და განათლებასთან დაკავშირებული თემები.
  • სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერები და დაკავშირებული თემები.
  • მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა (STEM) და დაკავშირებული თემები.
  • მხატვრული ლიტერატურა: კლასიკური ლიტერატურა, თანამედროვე ლიტერატურა, საბავშვო ლიტერატურა.

სახელმძღვანელოების და აკადემიური ლიტერატურის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოთ უახლესი გამოცემები.

პროექტის ფარგლებში შესაძლოა როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული წიგნების გამოშვება. ბეჭდური ტირაჟის შემთხვევაში, მინიმალური მოთხოვნილი ტირაჟი არის 1,000 ცალი. მცირე ტირაჟის განხილვა შესაძლებელია გამონაკლისის სახით საჭიროების დასაბუთების შემთხვევაში, განსაკუთრებით სახელმძღვანელო/აკადემიური თარგმანის შემთხვევაში.

გრანტიორი პასუხისმგებელია მფლობელისგან საავტორო უფლების ნებართვის მოპოვებაზე.

აპლიკანტმა საავტორო უფლებაზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს განაცხადის წარდგენამდე, რათა შეძლოს კომუნიკაციის ან კონტრაქტის ხელმოუწერელი ასლის წარდგენა სხვა სავალდებულო დოკუმენტებთან ერთად. ფინალში გადასვლის შემდეგ, აპლიკანტს მოეთხოვება ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი საავტორო უფლების ხელშეკრულების წარდგენა.

აპლიკანტს შეუძლია არა უმეტეს ხუთი (5) განაცხადის შემოტანა. განმცხადებელს კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პროგრამის ორივე ვადაზე, თუმცა ერთი და იმავე განაცხადის ხელახლა შემოტანა მეორე ვადაზე არ დაიშვება.

სათარგმნად შერჩეული ლიტერატურა არ უნდა იყოს ქართულ ენაზე უკვე გამოცემული. თარგმანი უნდა შესრულდეს ორიგინალი ენიდან.

პროგრამის ფარგლებში მაქსიმალური მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს $10,000-ს.

პროგრამა ითხოვს მინიმუმ 30%-იან თანადაფინანსებას. გრანტით დაფინანსდება პროექტის სრული თანხის მაქსიმუმ 70%. თანადამფინანსებელი შესაძლოა იყოს როგორც განმცხადებელი ორგანიზაცია, ასევე გარე დაფინანსების წყარო. აღნიშნულ პროექტში სხვა თანადამფინანსებლის არსებობის შემთხვევაში, აპლიკანტმა უნდა წარადგინოს შესაბამისი ორგანიზაციის თანხმობის წერილი (თანხისა და ხარჯების კატეგორიის მითითებით).

კოალიციური პროექტის შემთხვევაში განაცხადს უნდა დაერთოს შესაბამისი პარტნიორი ორგანიზაცი(ებ)ის თანხმობის წერილი, პროექტში მათი როლისა და პასუხისმგებლობების მითითებით.

წიგნის თარგმნისა და გამოცემის შემდგომ რეკომენდირებულია წიგნის ცნობადობის ხელშემწყობი აქტივობები: წიგნის საჯარო წარდგინება, წიგნის კითხვა/დისკუსიები, სოციალური მედიის კამპანია, კონკურსები და ა.შ. რეკომენდირებულია თბილისსა და რეგიონებში ამერიკულ კუთხეებთან თანამშრომლობა.

პროექტის მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს ორ (2) წელს.

დაფინანსებული პროექტების სავარაუდო რაოდენობა: 15 გრანტი (დამოკიდებულია გამარჯვებული პროექტების ჯამურ მოთხოვნილ თანხაზე)

პროგრამის ჯამური ფონდი: $100,000

განაცხადი და შეტანის წესები:

საპროექტო განაცხადების ელექტრონულად მიღების ვადებია:

  • 15 მარტი, 2024; 18:00
  • 15 მაისი, 2024; 18:00

გთხოვთ, საპროექტო განაცხადი ელექტრონულად გადააგზავნოთ შემდეგ მისამართზე TbilisiGrants@state.gov და სათაურში დაურთოთ პროგრამის სახელწოდება (Book Translation Program). გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 6მბ-ზე დიდი მოცულობის ელ. გზავნილები და RAR/ZIP ფორმატის დოკუმენტები არ მიიღება. დოკუმენტები უნდა იყოს მხოლოდ Word და PDF ფორმატში. განაცხადები მიიღება მხოლოდ მითითებული ვადის ფარგლებში. დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება. პირველადი შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით სააპლიკაციო ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 2 თვის განმავლობაში.

სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • SF-424
  • SF424A
  • SF424B
  • შევსებული განაცხადის ფორმა
  • მთარგმნელის CV/რეზიუმე (მთარგმნელობითი გამოცდილებისა და ნათარგმნი ნაშრომების მითითებით)
  • საავტორო უფლების მფლობელთან კომუნიკაციის ან/და ხელშეკრულების ასლი
  • თანადაფინანსების თანხმობის წერილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • პარტნიორი ორგანიზაციის თანხმობის წერილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

ფორმების შევსების ინსტრუქციები, როგორც ინგლისურ, ასევე ქართულ ენაზე, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე სხვა დოკუმენტებთან ერთად.

გაითვალისწინეთ, რომ SF424 ფორმები არ იხსნება არცერთ ინტერნეტ-ბრაუზერში. დარწმუნდით, რომ ჩამოტვირთეთ ფორმები თქვენს მოწყობილობაზე, გახსენით Adobe-ის საშუალებით და დააწკაპუნეთ „ყველა ფუნქციის ჩართვა“-ს (Enable all features).

პროგრამის კოორდინირება

პროგრამას ადმინისტრირებას უწევს აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება.

საგრანტო აპლიკაციასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ კოორდინატორებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: TbilisiGrants@state.gov

გთხოვთ, საპროექტო განაცხადი ელექტრონულად გადააგზავნოთ შემდეგ მისამართზე TbilisiGrants@state.gov და სათაურში დაურთოთ პროგრამის სახელწოდება (Book Translation Program).

სავალდებულო რეგისტრაცია

გრანტის მიმღები ყველა ორგანიზაცია ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს www.SAM.gov პორტალზე, რომელიც რამდენიმე ეტაპიანი და ხანგრძლივი პროცესია, ამიტომ რეკომენდირებულია რეგისტრაციის დროული დაწყება. განცხადების ეტაპზე, ორგანიზაციას დასჭირდება SAM.gov-ზე რეგისტრაციის პირველ ეტაპზე მინიჭებული Unique entity identifier კოდი.

რეგისტრაცია და წლიური განახლება პორტალზე უფასოა.


წყარო: აშშ-ის საელჩო საქართველო

დამატებულია: 24-01-2024

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 15-05-2024

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 75 დღე;






06-02-2024

მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა

07-02-2024

Freelancer Support Scheme

15-02-2024

საგრანტო კონკურსი სადემონსტრაციო ფერმების მოწყობის მიზნით

15-02-2024

საგრანტო კონკურსი სადემონსტრაციო ფერმების მოწყობის მიზნით

15-02-2024

საგრანტო კონკურსი სადემონსტრაციო ფერმების მოწყობის მიზნით

06-02-2024

მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა

07-02-2024

Freelancer Support Scheme

15-02-2024

საგრანტო კონკურსი სადემონსტრაციო ფერმების მოწყობის მიზნით


სიახლეების გამოწერა












Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ