სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის კონკურსი
ნავიგატორი
131


სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის კონკურსი

უნიკალური ნომერი: 001667

კონკურსის შესახებ:

სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის კონკურსი

კონკურსის აბრევიატურა: RIM

კონკურსი მიზანი:

კონკურსის მიზანია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ - სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი), მათი მმართველობის სფეროში შემავალი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების აღჭურვა თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი აპარატურით, სამეცნიერო კვლევებისათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამებით, კომპიუტერული ტექნიკით, საჭირო მასალებით, სათანადო ლიტერატურის შეძენის და არსებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ფუნქციური გაუმჯობესების ან/და სათადარიგო ნაწილების შესყიდვისათვის, აუცილებელი სახსრებით უზრუნველყოფა.

საპროექტო განაცხადის ტიპი: ინსტიტუციური

კონკურსის ძირითადი პირობები:

დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენა შეუძლიათ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს (სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი), მათ შემადგენლობაში შემავალი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებისათვის.

იხილეთ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სია.

კონკურსში განაცხადის წარმოდგენა შესაძლებელია შემდეგ ლოტებში:

I ლოტი – განსაკუთრებულად პრიორიტეტული კვლევებისათვის საჭირო დანადგარები, აპარატურა, ხელსაწყოები, ინსტრუმენტები და მათი ცალკეული ნაწილები (150,000.00 და მეტი ლარის ღირებულების);

II ლოტი – ძვირადღირებული სამეცნიერო დანადგარები და აღჭურვილობა (100,000.00-დან 149,999.00-მდე ლარის ღირებულების);

III ლოტი – სამეცნიერო დანადგარები და აღჭურვილობა, სამეცნიერო ბიბლიოთეკის ფონდის შევსება, უცხოური ელექტრონული ლიტერატურის ბაზებზე წვდომა (მაქსიმუმ 99,999.00 ლარის ღირებულების);

IV ლოტი – რეაქტივები, რეაგენტები, ლაბორატორიული და საექსპერიმენტო სახარჯი მასალები (არაუმეტეს 25,000.00 ლარის ღირებულების);

V ლოტი – კომპიუტერები, პროგრამული უზრუნველყოფა, საბიბლიოთეკო ქსელისათვის საჭირო ელექტრონული ბაზები, სკანერები, ფოტო-ვიდეო გადაღებისათვის საჭირო ტექნიკა, სხვა კომპიუტერული აპარატურა და აქსესუარები (არაუმეტეს 15,000.00 ლარის ღირებულების);

VI ლოტი – ლიტერატურის შეძენა, თარგმნა, საავტორო უფლების მოპოვებასთან დაკავშირებული ხარჯები (არაუმეტეს 10,000.00 ლარის ღირებულების).

პროექტების შეფასება:

პროექტების შეფასება განხორციელდება საკონკურსო კომისიის მიერ.

კონკურსის ადმინისტრირების განრიგი:

ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრა:

20 თებერვალი, 16:00 სთ - შეხვედრის ბმული

Meeting ID: 473 798 473 938

Passcode: idyEoR

პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია: 2024 წლის 12 თებერვლიდან 4 მარტის 16:00 საათამდე.

ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა: 2024 წლის 11 მარტის 16:00 საათამდე.

საკონკურსოდ წარმოდგენილი განაცხადების ტექნიკური ექსპერტიზა: 2024 წლის მარტი

პროექტების შეფასება საკონკურსო კომისიის მიერ: 2024 წლის II კვარტალი

კონკურსის შედეგების გამოქვეყნება: 2024 წლის II კვარტალი

ხელშეკრულებების გაფორმება და დაფინანსება: 2024 წლის II კვარტალი

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის 2024 წლის 22 იანვრის №50313 ბრძანებით დამტკიცებული „სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის პროგრამის“ მე-3 ქვეპროგრამა.

ფონდის გენერალური დირექტორის 2024 წლის 31 იანვრის №4 ბრძანება.

პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები:

კონკურსის პირობები - დანართი 1

კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (ნიმუში) - დანართი 2 - ივსება GMUS-ში პროექტის რეგისტრაციისას

საპროექტო წინადადება - დანართი 3

პროექტის ბიუჯეტი (ნიმუში) - დანართი 4 - ივსება GMUS-ში პროექტის რეგისტრაციისას

განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (ნიმუში) - დანართი 5, გენერირდება GMUS-დან პროექტის რეგისტრაციის შემდეგ.

კონკურსის კოორდინატორები:

დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში

  • ნინო აბუსელიძე +(995 32) 2 200 220 (4016);
  • მარიამ ბეციაშვილი
  • დავით ჩიჩუა +(995 32) 2 200 220 (4402);
  • ნინო მაჩურიშვილი

კონკურსის კონსულტანტი ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით:

  • ბაგრატ რაზმაძე

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!


წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

დამატებულია: 06-02-2024

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 11-03-2024

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 10 დღე;






28-09-2023

ბაზარზე წვდომის წლიური საგრანტო კონკურსი

09-10-2023

ინოვაციების ფონდის საგრანტო კონკურსი კერძო სექტორისთვის

23-02-2024

პროექტი - „დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება“

07-02-2024

Small Grants Scheme for heritage-related projects led by Civil Society in EU neighbouring countries

07-02-2024

Small Grants Scheme for heritage-related projects led by Civil Society in EU neighbouring countries

28-09-2023

ბაზარზე წვდომის წლიური საგრანტო კონკურსი

09-10-2023

ინოვაციების ფონდის საგრანტო კონკურსი კერძო სექტორისთვის

23-02-2024

პროექტი - „დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება“


სიახლეების გამოწერა












Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ