სერტიფიცირება - ექსპორტის სტიმულირების პროგრამა
ნავიგატორი
3384


სერტიფიცირება - ექსპორტის სტიმულირების პროგრამა

უნიკალური ნომერი: 001684

კონკურსის შესახებ:

Categories:

  • Food & Beverage
    • Coffee
  • Fashion, Apparel & Leather
    • Clothes
    • Shoes
    • Accessories
    • Leather
    • Jewelry
  • Other Industries
    • Toys
    • Veterinary medicine & Food/feed additives
    • Packaging Materials
    • Furniture
    • Electronic devices
    • Construction Materials

City: ყველა


Registratiom period
Start: 11 Dec 2023 10:00:00
End: 31 Dec 2024 10:00:00


ექსპორტის სტიმულირების პროგრამა

ტექნიკური დახმარების კომპონენტი მიზნად ისახავს ექსპორტზე ორიენტირებული მცირე და საშუალო ბიზნესის საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობას. კერძოდ, ბენეფიციარ კომპანიებში ექსპორტის შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრას და ექსპორტის მასტიმულირებელი მექანიზმების დანერგვას, რომელიც ხელს შეუწყობს საექსპორტო პროდუქტების და სერვისების დივერსიფიკაციას, მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე სექტორების და პროდუქტების იდენტიფიცირებას, საქართველოს მასშტაბით დასაქმების ადგილების შექმნას და საერთაშორისო გაყიდვების წახალისებას.

პროდუქტის ლიცენზირება/სერტიფიცირება საერთაშორისო სტანდარტ(ებ)ით გულისხმობს საწარმოში საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას ხარისხის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის აღების გზით ან/და მეწარმე სუბიექტის მიერ წარმოებული პროდუქტის ლიცენზირებას. ამასთან, საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას/სერტიფიკატის აღებას აუცილებელი წესით წინ უნდა უსწრებდეს საწარმოს აუდიტი, რომელიც ხსენებული კომპონენტის განუყოფელი ნაწილია.

პროგრამის ფარგლებში, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს აუდიტის დასკვნა იმის შესახებ, რომ მის მიერ მომსახურების შესყიდვისთვის წარმოდგენილი შეთავაზება საბაზრო ფასის შესაბამისია;

კომპონენტით შეიძლება ისარგებლონ III და IV კატეგორიის საწარმოებმა, რომლებიც საქმიანობენ შემდეგი მიმართულებით: ბმული.

აპლიკაციის შესავსებად პირი რეგისტრირირებული უნდა იყოს ვებ-გვერდზე: www.tradewithgeorgia.com, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანიის პროფილი გამოქვეყნებული (published) უნდა იყოს აღნიშნულ პლატფორმაზე. ქვემოთ იხილეთ ბმული (სარეგისტრაციო ვიდეო სახელმძღვანელო)

http://tradewithgeorgia.com/Exporters-Guide

ბენეფიციარი ვალდებულია სააგენტოსთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში წარმოადგინოს აღნიშნული სერთიფიკატი/ლიცენზია.

აღნიშნული ბმულის გათვალისწინებული საქმიანობების ფარგლებში, კომპანიას შეუძლია მოიპოვოს შემდეგი ტიპის ლიცენზია/სერტიფიკატი ან სხვა რელევანტური:

ა) ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების, ტყავის და ტყავის ნაწარმის ინდუტრიის სფეროში მოღვაწე პირებისთვის:

  • BSCI სოციალური შესაბამისობის სტანდარტის დანერგვა;
  • Oeko tex (სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ ტექსტილი არ შეიცავს მავნე ქიმიკატებს და არ არის ჯანმრთელობისთვის საშიში);
  • GOTS (ორგანული ქსოვილების გადამუშავების სტანდარტი);
  • ISO 9001
  • ISO 14001
  • სხვა რელევანტური

ბ) სათამაშოების მიმართულებით:

  • ლაბორატორიული კვლევა EN 71-ის სტანდარტების მიხედვით;
  • CE მარკირების მიღების მიზნით, პროდუქციის ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავება;
  • სათამაშოების წარმოების პროცესში ISO 8124 სტანდარტის დანერგვა;
  • ISO 9001
  • სხვა რელევანტური

გ) მზა საკვების წარმოება შინაური ცხოველებისთვის მიმართულებით:

  • GMP;
  • ISO 9001
  • ISO 22000
  • სხვა რელევანტური

დ) შესაფუთი მასალები:

  • ISO 9001;
  • ISO 22000
  • სხვა რელევანტური

ე) სამშენებლო მასალები

  • ISO 9001
  • ISO 22000
  • სხვა რელევანტური

თანადაფინანსების მექანიზმი:

მომსახურების სახე

მომსახურებით მოსარგებლე უფლებამოსილი პირი

სააგენტოს პროცენტული თანადაფინანსება

ბენეფიციარის პროცენტული თანამონაწილეობა

პროდუქტის ლიცენზირება / სერტიფიცირება

IV და III ზომითი კატეგორია საწარმო

IV კატეგორია - 90%

III კატეგორია - 80%

IV კატეგორია - 10 %

III კატეგორია - 20%

სააგენტოს თანადაფინანსების ოდენობა, პროდუქტის ლიცენზირების / სერტიფიცირების მიზნით ერთი ბენეფიციარისთვის შეადგენს არაუმეტეს 10 000 ევროს ექვივალენტს შესაბამის ვალუტაში.

სააგენტოს მოერ თანადაფინანსება განხორცილედება რეტრო ბონუსის, ე.წ. „ქეშ-ბექი“-ს პრინციპით, რაც გულისხმობს სრულად გადახდილი თანხიდან თანადაფინანსების თანხის ანაზღაურებას ზემოთმოცემული ცხრილის შესაბამისად.

პროგრამის განახლებული პირობების თანახმად:

  • ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებს სააპლიკაციო ფორმის შევსება შეეძლებათ შეუზღუდავი პერიოდის განმავლობაში;
  • პროგრამის მიზნობრივი ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალს დაემატა ისეთი მიმართულებები, როგორებიცაა: ყავის გადამუშავება, სამშენებლო მასალების წარმოება, ლითონის კონსტრუქციებისა და ელექტრონული კომპონენტების წარმოება;
  • არსებულ ბენეფიციარს, ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების შემდეგ, უფლება ეძლევა ხელმეორედ გააკეთოს განაცხადი ყველა ქვე-კომპონენტის ფარგლებში, გარდა ბრენდინგისა;

აპლიკანტმა ამ კომპონენტის ფარგლებში მომსახურების ღირებულება უნდა წარმოადგინოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ ვალუტაში: ევროში, აშშ დოლარში, ფუნტ სტერლინგში ან ლარში. მომსახურების ღირებულების რამდენიმე ვალუტაში წარმოდგენის შემთხვევაში სააგენტო თანადაფინანსების თანხის გადახდისას იხელმძღვანელებს ევროს ვალუტაში დაფიქსირებული თანხით. სააგენტოს მიერ თანადაფინანსების თანხის ანაზღაურება განხორციელდება უცხოური ვალუტის ექვივალენტ ლარში, გადარიცხვის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით;

პროგრამის ფარგლებში, აპლიკანტს მოეთხოვება წარმოადგინოს პროექტის მიზნობრიობის დასაბუთება, რომელმაც მათ შორის უნდა გასცეს პასუხი შემდეგ კითხვებს:

  • ლიცენზირება/სერტიფიცირების საჭიროება/აუცილებლობა;
  • კომპანიის მზაობა ლიცენზირება/სერტიფიცირების განსახორციელებლად;
  • ინფორმაცია კომპანიის პროდუქციის შესახებ;
  • საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობის დასაბუთება;

პროექტის მიზნობრიობის დასაბუთებაში სიტყვების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 600-ს.

სააგენტო დაფინანსების პროცესში იხელმძღვანელებს წარმოდგენილ ინვოისში დაფიქსირებული ჯამური თანხით, მიუხედავად იმისა მიმწოდებელს წარმოეშვება თუ არა ამ მომსახურებაზე დამატებით გასაწევი ხარჯი.

რეგისტრაცია


წყარო: აწარმოე საქართველოში

დამატებულია: 15-02-2024

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31-12-2024 ვადა იწურება

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 5 დღე;






15-02-2024

საერთაშორისო ქსელში შესვლა - ექსპორტის სტიმულირების პროგრამა

04-04-2024

ინდივიდუალური ექსპო გრანტი (IT)

11-05-2023

საგრანტო კონკურსი

26-03-2024

სათემო ორგანიზაციების წლიური საგრანტო კონკურსი

26-03-2024

სათემო ორგანიზაციების წლიური საგრანტო კონკურსი

15-02-2024

საერთაშორისო ქსელში შესვლა - ექსპორტის სტიმულირების პროგრამა

04-04-2024

ინდივიდუალური ექსპო გრანტი (IT)

11-05-2023

საგრანტო კონკურსი


სიახლეების გამოწერა












Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ