მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამა
წყარო: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო
- განაცხადის ბოლო ვადა
- 01.01.2020
- საიტზე დამატებულია
- 21.01.2019
მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამა
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დადგენილი პირობები:
პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადის წარდგენისას აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:
• განაცხადის წარდგენისას სააგენტოსაგან არ აქვს მიღებული რეკომენდაცია საქმიანობაში ხარვეზის გამოსწორების შესახებ. გარდა იმ შემთხვევისა, თუ კოოპერატივს მსგავსი რეკომენდაცია მიღებული აქვს და განაცხადის წარდგენამდე აღმოფხვრილი აქვს აღნიშნული ხარვეზი.
• მეპაიეთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ თერთმეტს ან თუ მეპაიეები არიან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, ამ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეპაიეთა რაოდენობა ჯამურად შეადგენს არანაკლებ თერთმეტს, ისე რომ ერთი ფიზიკური პირი, რომელიც რამდენიმე კოოპერატივის წევრია ჩაითვლება ერთ მეპაიედ.
• ყველა მეპაიე რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში. ხოლო, პროგრამით განსაზღვრული არანაკლებ 11 მეპაიე როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი, რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში, რომელიც მიეკუთვნება იმ ადმინისტრაციულ ერთეულს, რომელშიც რეგისტრირებულია პროგრამაში რეგისტრაციის მსურველი კოოპერატივი;
• სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მისი მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და ამავე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეპაიეთა მფლობელობაში არსებული ფურების ან/და დეკეულების რაოდენობა ჯამურად შეადგენს არანაკლებ 200 სულს (გარდა იმ კოოპერატივებისა რომლებიც მონაწილეობენ „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში) და იდენტიფიცირებულია სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ.
თუ ფურები ან/და დეკეულები სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და ამავე კოოპერატივის მეპაიე ფიზიკურ პირთა მფლობელობაშია, ეს მეპაიეები რეგისტრირებულნი უნდა იყვნენ იმ ადმინისტრაციულ ერთეულში რომელშიც რეგისტრირებულია პროგრამაში მონაწილეობის მსურველი კოოპერატივი.
• იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ან მიიღებენ „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის N 150 დადგენილებით დამკიცებულ სახელმწიფო პროგრამაში, პროგრამაში მონაწილეობისათვის უნდა გაზარდონ არსებული ფურების რაოდენობა არანაკლებ 200 ფურით ან/და დეკეულით.
• მსხვილფეხა საქონლის სადგომი რეგისტრირებულია სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ.
• პროგრამაში ჩართვა შეუძლია იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც რეგისტრებულნი არიან, „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილებით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებებში და აკმაყოფილებენ პროგრამით განსაზღვრულ პირობებს.
• არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება.
• არ არის აღრიცხული მოვალეთა რეესტრში
• შერჩეული აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარის უფლებით მისაღები სათიბი და საძოვარი ან ორივე ერთად ერთ სულ ფურზე ან/და დეკეულზე არანაკლებ 1,5 ჰა და არაუმეტეს 4 ჰა-ისა.
ამ პროგრამით განსაზღვრული სათიბი ან საძოვარი მონაწილეზე იჯარით გაიცემა მხოლოდ იმ ფურების ან/და დეკეულების რაოდენობის მიხედვით , რომელთა მფლობელი რეგისტრირებულია იმ ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც რეგისტრირებულია პროგრამაში მონაწილეობის მსურველი კოოპერატივი, ან/და იმ შემთხვევაში თუ ფურები ან/და დეკეულები კოოპერატივის მფლობელობაშია.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა კოოპერატივმა რეგისტრაციისას სააგენტოს უნდა წარუდგინოს:
• ცნობა სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოდან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მისი მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და ამავე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეპაიეთა მფლობელობაში არსებული:
• ფურების ან/და დეკეულების შესახებ;
• მსხვილფეხა საქონლის სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის შესახებ
• სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბის და საძოვრის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია (მიწის საკადასტრო კოდი და აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი).
• ცნობა სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან დავალიანების არ ქონის თაობაზე
• ცნობა სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ. (ცნობაში აღნიშნული უნდა იყოს, რომ პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთ რეესტრში).
• მეპაიეთა რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი პიროვნების რეგისტრაციის შესახებ;
• წევრთა რეესტრის ასლი
პროგრამაში რეგისტრაცია დამთავრებულია
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: acda.gov.ge