მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა
წყარო: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო
- განაცხადის ბოლო ვადა
- 01.01.2020
- საიტზე დამატებულია
- 21.01.2019
“მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის“
სახელმწიფო პროგრამა
“მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამა წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დარგში კოოპერაციის განვითარების მხარდაჭერის ერთ-ერთ ღონისძიებას, რომელიც ხორციელდება საქართველოში თაფლის გადამუშავების ხელშეწყობის მიზნით.
პროგრამის მიზანია:
• თაფლის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ინტეგრირებული სისტემების (ერთიანი საწარმოო ციკლის) შექმნის უზრუნველყოფა;
• თაფლის კონკურენტუნარიანობის გაზრდა;
• გადამუშავებული თაფლის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების ზრდა;
• თაფლის საექსპორტო პოტენციალის ზრდა;
• სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
პროგრამის ამოცანებია:
• თაფლის საწარმოო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება;
• თაფლის საწარმოო ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესაძლებლობის მინიჭების გზით, თაფლის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბების, განვითარებისა და გაძლიერების სტიმულირება;
• თაფლის მწარმოებელ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის სტიმულირება.
კაპიტალური ინვესტირება
კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში სააგენტოს მიერ განხორციელდება მიწის ნაკვეთზე თაფლის საწარმოსათვის განკუთვნილი 550მ2 შენობა-ნაგებობის აშენება და მისი აღჭურვა საოფისე ავეჯით, ინვენტარით და დანართი N1-ით გათვალისწინებული აღჭურვილობით.
|
დანართი 1 |
|
|
თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს აღჭურვილობა |
რაოდენობა |
|
თაფლის რეზერვუარი (1500 ლიტრი, ორკედლიანი, გამათბობლით) |
1 |
|
თაფლის საკუპაჟე შემრევით 2 კედლიანი (750 ლიტრი) |
2 |
|
თაფლის საკუპაჟე შემრევით 2 კედლიანი (1500 ლიტრი) |
2 |
|
სწრაფი გამავლობის ფილტრი |
1 |
|
ნეილონის ფილტრი |
1 |
|
ტუმბო 1500 ლ/სთ |
5 |
|
მაგიდა უჟანგავილითონის 2 სამუშაო ადგილით (2000 x 800 x 850) |
4 |
|
თაფლის ჩამოსასხმელი ტექნოლოგიური ხაზი (თაფლის ჩამოსხმა, ქილების მიწოდება, ქილების მოხუფვა, ხუფზე ჩაჩის დატანა, ხუფზე ჩამოსხმის თარიღის და შენახვის ვადის დატანა ლაზერით, ეტიკეტირება) წარმადობა 400 ლ/სთ |
1 |
|
CIP რეცხვის სისტემა |
1 |
|
მინიპაკეტებში ჩამოსხმის დანადგარი |
1 |
|
ფიჭის დამამზადებელი დანადგარი |
1 |
|
წყლისგამაცხელებელი |
1 |
|
ელექტრო სასწორი (500 კგ) |
1 |
|
სამუშაო ურიკა - ბიდონებისთვის |
1 |
|
სამუშაო ურიკა - პალეტებისთვის |
1 |
|
ქილებისსტერილიზატორი (ახალი, პირველადი გამოყენების ქილების ჰაერით მყარი ნაწილაკებიდან გასუფთავება და ულტრაიისფერი დასხივებით მიკრობიოლოგიური სტერილიზაცია) |
1 |
|
სამრეწველო არმატურა |
|
|
მილები (მეტრი) |
150 |
|
ონკანი |
14 |
|
მუხლი |
40 |
|
გადამყვანი |
10 |
|
სწრაფჩამხსნელი |
30 |
|
გენერატორი 15კვტ |
1 |
|
შტრიხ-კოდი |
1 |
|
რეფრაქტომეტრი (შაქრები, წყლისშემცველობა) |
1 |
|
PH-მეტრი + ელ. გამტარობისელექტროდი |
1 |
|
სპექტროფოტომეტრი (ოქსიმეთილფურფუროლისანალიზისთვის) |
1 |
|
ციფრულიკოლორიმეტრი |
1 |
|
მუფელის ღუმელი |
1 |
|
მიკროსკოპი |
1 |
|
სალაროაპარატი |
1 |
|
ტრანსფორმატორი 200 კვტ |
1 |
თაფლის საწარმო უნდა მოიცავდეს შენობა-ნაგებობას, რომელშიც განხორციელდება თაფლის გადასამუშავებელი მანქანა-დანადგარების და ინვენტარის განთვსება და სასაწყობო ფართისა და 30 პირისათვის განკუთვნილი აუდიტორიის მოწყობა.
თაფლის საწარმოს წარმადობა უნდა იყოს დღეში არანაკლებ 2 (ორი) ტონა თაფლის გადამუშავება, დაფასოება და შენახვა, ასევე, ერთგვაროვანი თაფლის წარმოება.
შენობა-ნაგებობა თავისი ძირითადი კონსტრუქციებისა და სხვა დანადგარების რაოდენობრივი, თვისობრივი და ლოკალიზაციის მახასიათებლებით არ უნდა საჭიროებდეს მნიშვნელოვან ცვლილებას (მონტაჟი/დემონტაჟი/რეკონსტრუქცია) მონაწილის მიერ საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP – Hazard Analysis and Critical Control Points) სისტემის დანერგვისათვის.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დადგენილი პირობები
პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარდგენის მომენტში აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:
• განაცხადის წარდგენისას სააგენტოსაგან არ აქვს მიღებული რეკომენდაცია საქმიანობაში ხარვეზის გამოსწორების შესახებ. გარდა იმ შემთხვევისა, თუ კოოპერატივს მსგავსი რეკომენდაცია მიღებული აქვს და განაცხადის წარდგენამდე აღმოფხვრილი აქვს ხარვეზი.
• პრეტენდენტის მეპაიეები არიან მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, რომელთა საერთო რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 35 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს;
• პრეტენდენტს ან/და მის მეპაიეებს საკუთრებაში გააჩნია ჯამურად არანაკლებ 7000 სკა, რომელიც აღრიცხულია სააგენტოს მიერ;
• პრეტენდენტის თითოეულ მეპაიეს საკუთრებაში გააჩნია სააგენტოს მიერ აღრიცხული არანაკლებ 200 სკა;
• არ გააჩნია მიმდინარე საგადასახადო დავალიანება;
• პრეტენდენტ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში ჩამოყალიბებულია სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება არანაკლებ 5 (ხუთი) წევრისაგან;
• პრეტენდენტის გამგეობა შედგება არანაკლებ 3 (სამი) წევრისაგან, რომელთაგანაც მინიმუმ ორი წარმოადგენს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს;
• პრეტენდენტის მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეპაიეთა არანაკლებ 15%-ს შეადგენენ ქალები ან/და დევნილები.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: acda.gov.ge