ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000917 დასრულებული

კონკურსი ტრენინგის ჩატარებაზე

წყარო: DVV International

განაცხადის ბოლო ვადა
05.05.2021
საიტზე დამატებულია
27.04.2021

კონკურსის შესახებ:

სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი (DVV International) საქართველოში თავის საქმიანობას ახორციელებს 2002 წლიდან. ორგანიზაციის მიზანია, ხელი შეუწყოს და განავითაროს მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლების კონცეფცია და წვლილი შეიტანოს, ახალგაზრდების და ზრდასრულთა განათლების გზით, სიღარიბის დაძლევაში (დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ http://www.dvv-international.ge).

DVV International აცხადებს კონკურსს შემდეგ თემებზე ტრენინგის ჩასატარებლად:

** ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნების ანალიზი და საქმიანობის პროცესში გამოყენება
** შრომის ბაზრის კვლევების გაანალიზება;
** განხორციელებული შრომის ბაზრის კვლევების საფუძველზე მიღებული შედეგების საგანმანათლებლო სივრცეში გამოყენება;
** შრომის ბაზრის კვლევების მოძიების ტექნიკა/ები
** კერძო სექტორთან თანამშრომლობა
** კერძო სექტორის საჭიროების იდენტიფიცირება სამუშაო ძალის თაობაზე;
** კერძო სექტორთან კომუნიკაციის უნარი (მოლაპარაკების წარმართვის ტექნიკა და სხვა);
** კერძო სექტორის პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების განხორციელებაში ჩართვის მექანიზმები (სწავლების პროცესში, დასაქმების მიმართულებით და სხვა);

ტრენინგის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს პროფესიული კოლეჯების ზრდასრულთა განათლების კოორდინატორები. ტრენინგი ჩატარდება 2021 წლის მაისის მეორე ნახევარში

შემოთავაზების გამოგზავნის ბოლო ვადაა 5 მაისი, 18:00.

გთხოვთ, შემოთავაზება მოგვაწოდოთ ქართულად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mkereselidze@dvv-international.ge და info@dvv-international.ge

შემოთავაზება უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტს:

** ტრენერის CV-ის, რომელიც ასახავს მსგავსი ტრენინგების ჩატარების გამოცდილებას
** მოთხოვნილი სატრენინგო კურსების 3-დღიან პროგრამას
** ბიუჯეტს (სასურველ ჰონორარს)


წყარო: http://jobs.ge