უნიკალური კოდი: #001825 ახალი

EMAP — ევროპული მედია-ხელოვნების პლატფორმის საწარმოო რეზიდენცია 2027

წყარო: EMAP — ევროპული მედია-ხელოვნების პლატფორმა / ევროკავშირის Creative Europe

განაცხადის ბოლო ვადა
06.11.2026
დარჩა 20 დღე
საიტზე დამატებულია
17.10.2026
ნახვები
2

ევროპული მედია-ხელოვნების პლატფორმა (EMAP), რომელსაც ევროკავშირის Creative Europe-ის პროგრამა თანადააფინანსებს, აცხადებს 2027 წლის საწარმოო რეზიდენციების კონკურსს ციფრული, მედია-, რობოტული და ბიოხელოვნების მიმართულებით.

ვის შეუძლია: ევროკავშირისა და რამდენიმე სხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოსა და სომხეთის რეზიდენტ ან გადასახადის გადამხდელ არტისტებს, დუეტებს და კოლექტივებს. განაცხადი უნდა იყოს დუეტის ან კოლექტივის სახელით, ან უნდა ითვალისწინებდეს თანამშრომლობას თქვენ მიერ არჩეულ ან ადგილობრივ პარტნიორთან. შეუძლიათ დოქტორანტებს და ნებისმიერი ასაკის დამწყებ არტისტებს; ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს — არა.

რას მოიცავს:

  • ორთვიანი რეზიდენცია 2027 წელს ერთ-ერთ მასპინძელ ცენტრში (მაგ. Ars Electronica — ლინცი, Onassis — ათენი, LABoral — ხიხონი, WRO — ვროცლავი, RIXC — რიგა და სხვ.)
  • 4 000 ევრო განმცხადებელ არტისტს (საარსებო ხარჯების ჩათვლით), 2 000 ევრო თითო თანამშრომელს (დუეტისთვის სულ 6 000 ევრო)
  • 4 000 ევრო პროექტის ბიუჯეტი
  • საცხოვრებელი, მგზავრობის ხარჯები ევროკავშირის ლიმიტებით, ტექნიკური ლაბორატორიების გამოყენება
  • მოწვევა საწყის კონფერენციაზე ხიხონში (ესპანეთი), 2027 წლის 11–12 მარტს

როგორ წარედგინება: საიტზე რეგისტრაციის შემდეგ, ონლაინ. შეიძლება რამდენიმე განაცხადის შეტანა; თანამშრომელი არტისტის დადასტურება განაცხადის ეტაპზე საჭირო არ არის.

ბოლო ვადა: 2026 წლის 6 ნოემბერი, 14:00 (ცენტრალური ევროპის დრო).

ინფორმაციის წყარო: call.emare.eu