მდგრადი ლურჯი ეკონომიკის პარტნიორობის (SBEP) მეოთხე ერთობლივი ტრანსნაციონალური კონკურსი — საქართველოს მონაწილეებისთვის
წყარო: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი / ევროკავშირის SBEP
- განაცხადის ბოლო ვადა
- 16.11.2026
- დარჩა 30 დღე
- საიტზე დამატებულია
- 17.10.2026
- ნახვები
- 1
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ევროკავშირის პარტნიორობის „მდგრადი ლურჯი ეკონომიკის განვითარება“ (SBEP) ფარგლებში აცხადებს ერთობლივ ტრანსნაციონალურ საკონკურსო პროგრამას. პროექტის ხანგრძლივობა — 36 თვე.
პრიორიტეტული მიმართულებები:
- ლურჯი ეკონომიკის სექტორების გარდაქმნა მდგრადობისა და სტრატეგიული დამოუკიდებლობისთვის
- ზღვის გამოყენების მართვის გაუმჯობესება ციფრული და ეკოსისტემური მიდგომებით
- საზღვაო ბიორესურსების მდგრადი გამოყენება ინოვაციური წარმოებითა და მოპოვებით
- სანაპირო თემების მედეგობის გაძლიერება ინფრასტრუქტურითა და ბიზნესის განვითარებით
როგორ წარედგინება: პროექტი რეგისტრირდება ფონდის სისტემაში (GMUS), ხოლო კონსორციუმი — SBEP-ის პორტალზე (proposals.etag.ee/sustainable-blue).
- ინფორმაციული დღეები — 12 და 26 ოქტომბერი, 11:00 საათზე
- GMUS-ში რეგისტრაციის ბოლო ვადა — 16 ნოემბერი 2026, 16:00
- განაცხადის დეკლარაცია ფონდის კანცელარიაში — 18 ნოემბრამდე, 17:00
ინფორმაციის წყარო: rustaveli.org.ge