კონკურსი ტრენინგის ჩატარებაზე - ადგილობრივი მთავრობა
წყარო: კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 30.06.2021
- საიტზე დამატებულია
- 28.06.2021
კონკურსის შესახებ:
პროექტი: "ინსტიტუციონალური მხარდაჭერა კახეთის რეგიონული განვითარების ფონდს"
ტრენინგ კონკურსი
თემა: ადგილობრივი მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება
მომსახურების გაწევის პერიოდი: 01.08.2021-31.08.2021
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გადმოაგზავნონ ინფორმაცია:
** ფიზიკური პირის შემთხვევაში რეზიუმე, ხოლო იურიდიული პირის - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ასევე ინფორმაცია ამ კუთხით არსებული გამოცდილების შესახებ;
** მიზნობრივი ჯგუფის წარმომადგენელთა სპეციფიკის გათვალისწინებით, ტრენინგის კურუკულუმის და დღის წესრიგის შემუშავება და შესაფასებლად წარმოდგენა;
** ტრენინგის ღირებულება და სატრენინგო დღეების რაოდენობა;
** პრე და პოსტ ტესტების შემუშავება და მონაწილეების მიერ შევსების უზრუნველყოფა. ამ ტესტების ანალიზი და მიღწეული პროგრესის ანალიზი/შეფასება. ასევე, ტრენინგის შეფასების ფორმა - მონაწილეებმა უნდა შეაფასონ ტრენერის მუშაობა და ტრენინგ კურსის ძლიერი და სუსტი მხარეები;
** დეტალური ანგარიშის წარმოდგენა ინგლისურ ენაზე ჩატარებული ტრენინგის და მისი შედეგების შესახებ.
საკონკურსო წინადადებისა და ტრენინგის მეთოდოლოგიების მიღება შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: natiaalb@krdf.ge 2021 წლის 25 ივნისიდან 2021 წლის 30 ივნისის 18:00 საათის ჩათვლით.
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ: "ტრენინგ-კურსი 08/21".
საკონკურსო პირობებისაგან განსხვავებული შემოთავაზებები არ განიხილება.
წყარო: http://jobs.ge