ღია კონკურსი საგრანტო სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის მიმართულებით
ნავიგატორი
178


გეომედი ღია კონკურსი საგრანტო სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის მიმართულებით

უნიკალური ნომერი: 000982

კონკურსის შესახებ:

შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედის სამეცნიერო ფონდი აცხადებს ღია კონკურსს საგრანტო სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის მიმართულებით, შემდეგი პირობებით:

I. მოთხოვნები გრანტის წარმდგენის მიმართ

  1. საგრანტო კონკურსში სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ხელმძღვანელის სტატუსით მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც:

ა) არის დოქტორის აკადემიური (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის მქონე ახალგაზრდა მეცნიერი (ხარისხი მინიჭებული აქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში);

ბ) არ არის სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების აფილირებული აკადემიური

პერსონალი;

გ) არ არის სხვა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალი.

  1. პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 36 თვეს.

  2. პროექტის წლიური ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.

  3. პროექტის ხელმძღვანელი ვალდებულია წარმოადგინოს მისი და პროექტში ჩართული სხვა პერსონალის CV-ები (სამეცნიერო შრომები, კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობა).

  4. სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ხელმძღვანელმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება სამეცნიერო ფონდის საკოორდინაციო საბჭოს სახელზე (განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ადგილზე ან ელექტრონულად უნივერსიტეტის ელ.ფოსტაზე: [email protected] , დადგენილი ფორმის მიხედვით, დანართი 1);

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);

გ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) შევსებული „სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განაცხადის ფორმა“ (დანართი 2).

II. მოთხოვნები გრანტის მიმღების მიმართ

  1. დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შეძენილი ხელსაწყო/დანადგარები, რეაქტივები/სახარჯი მასალა და პროექტის განხორცილებასთან დაკავშირებული სხვა შენაძენი, პროექტის დასრულების შემდეგ რჩება უნივერსიტეტის საკუთრებაში.

  2. დაფინანსებული პროექტის ფარგლებში უნდა გამოქვეყნდეს არანაკლებ ერთი ორიგინალური ტიპის სამეცნიერო სტატია საერთაშორისო რეფერირებად და ციტირებად გამოცემებში, რომლებიც ინდექსირებულია Scimago Journal Ranking ან/და PubMed ბაზებში.

  3. სტატი(ებ)ის გამოქვეყნებისას შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი უნდა იყოს მითითებული ერთადერთ დაწესებულებად (გამონაკლისად დაიშვება დამატებით სხვა დაწესებულების მითითებაც, თუ პროექტის ფარგლებში ხორციელდება კოლაბორაცია საგანმანათლებლო/კვლევით დაწესებულებასთან).

  4. გამოქვეყნებულ სამეცნიერო სტატიაში მითითებული უნდა იყოს, რომ კვლევა შესრულდა „შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით“.

  5. პროექტის ფარგლებში მიღებული ინტელექტუალური საკუთრება რჩება უნივერსიტეტს.

  6. პროექტის ხელმძღვანელმა პროექტის მიმდინარეობისას უნდა წარმოადგინოს კვარტალური ანგარიშები, პროექტის შესრულების ეტაპები დროში პროექტის ბიუჯეტის მიხედვით.

  7. პროექტის დაფინანსების უწყვეტობა დამოკიდებული იქნება წარმოდგენილ ანგარიშებზე.

III. სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შეფასების კრიტერიუმები

კრიტერიუმები

ქულა

1

კვლევით პროექტში მიმოხილული ლიტერატურა უახლესია და სრულყოფილია

0-10

2

გამოსაყენებელი მეთოდები შეესაბამება პროექტის მიზნებს

0-10

3

პროექტის ხელმძღვანელს და პროექტში ჩართულ სხვა პერსონალს აქვთ

წარმოდგენილი პროექტის განსახორციელებლად შესაბამისი გამოცდილება

0-10

4

მოსალოდნელი შედეგების პრაქტიკული ან/და თეორიული ღირებულება

0-10

5

პროექტის ბიუჯეტი რეალისტურია

0-10

  1. ექსპერტთა ჯგუფის მიერ მინიმუმ 40 ქულით შეფასებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტი ეგზავნება სამეცნიერო ფონდის საკოორდინაციო საბჭოს გამარჯვებულის გამოსავლენად.

გამარჯვებული პროექტი ფინანსდება და იდება ხელშეკრულება პროექტის ხელმძღვანელთან.

  1. სამეცნიერო ფონდის საკოორდინაციო საბჭო ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობას. დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში საკონკურსო განცხადება მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.

  2. სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დასრულებამდე I პუნქტის, 1 ქვეპუნქტის „ბ“ და „გ“ პუნქტების დარღვევის შემთხვევაში, უნივერსიტეტის სამეცნიერო ფონდის საკოორდინაციო საბჭო იტოვებს უფლებას შეწყვიტოს სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაფინანსება.

  3. კონკურსი გამოცხადდეს 2021 წლის 26 აგვისტოს.

  4. დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 27 სექტემბრიდან 01 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 10-დან 17 საათამდე;

  5. კონკურსის შედეგები გამოცხადდეს 2021 წლის 18 ოქტომბერს.

ელ.ფოსტა: [email protected]

ტელ.: 599 53 06 80


წყარო: გეომედი

დამატებულია: 31-08-2021

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 01-10-2021

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 15 დღე;






23-01-2019

სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა - „ახალგაზრდა მეწარმე“

17-02-2019

ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან

12-09-2021

საგრანტო კონკურსი

24-01-2019

ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის

24-01-2019

ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის

23-01-2019

სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა - „ახალგაზრდა მეწარმე“

17-02-2019

ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან

12-09-2021

საგრანტო კონკურსი


სიახლეების გამოწერა





















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ