| 
 | 
| 24328 | 
|---|
|  | საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა | 
უნიკალური ნომერი: 001136
ახალი საწარმოების შექმნის, ასევე არსებული საწარმოების გაფართოების ან/და გადაიარეღების ხელშეწყობის მიზნით, სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს დაფინანსების პროგრამას.
პროგრამა ხორციელდება 4 საპილოტე რეგიონში: იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნისა და მისი რეგიონების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, დაბალანსებულ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, რეგიონული უთანაბრობების შემცირებასა და ტერიტორიულ განვითარებას.
პროგრამის ამოცანა
ა) ქვეყანაში სწრაფი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, მიზნობრივ რეგიონებში პროექტების დაფინანსების გზით;
ბ) მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლება და რეგიონული ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: სოფლის განვითარების სააგენტო
რეგიონი: გურია; იმერეთი; კახეთი; რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთი;
პროექტის მიმართულება: აგრო, სასამელი და საკვები პროდუქტები; ინფრასტრუქტურა და მშენებლობა; ბიზნესი, წარმოება, მრეწველობა, ვაჭრობა;
დამატებულია: 07-05-2022
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: მიმდინარე
განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 8886 დღე;
|   11-08-2023 ტექნიკური დახმარების პროგრამა | 
|---|
|   06-02-2024 მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა | 
|   23-04-2024 ჰორიზონტი ევროპას დაფინანსების შესაძლებლობები | 
|   17-02-2023 ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა |