|
13940 |
---|
ღია კარის საგრანტო პროგრამა |
უნიკალური ნომერი: 001329
ღია კარის საგრანტო პროგრამა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, გამოავლინონ საზოგადოების წინაშე არსებული მწვავე პრობლემები და მათი გადაჭრის ინოვაციური გზები. ღია კარის საგრანტო პროგრამის მეშვეობით ფონდი მუდმივად მზადაა, მიიღოს საპროექტო წინადადებები. პროგრამა ეფექტური საშუალებაა ახალი, ინოვაციური და საპილოტე პროექტების მხარდასაჭერად; ასევე, იმ პრობლემების საპასუხოდ, რომლებიც სწრაფ და დაუყოვნებლივ ინტერვენციას საჭიროებენ. წარმოდგენილი პროექტები მიზნად უნდა ისახავდნენ მდგრადი პოზიტიური ცვლილებების მიღწევას თანამონაწილეობითი სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების გზით. ღია კარის საგრანტო პროგრამის ფარგლებში ფონდის მიერ მხარდაჭერილმა პროექტებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოში კარგი მმართველობის ჩამოყალიბებაში, სამოქალაქო ჩართულობის გააქტიურებასა და გრანტის მიმღები ორგანიზაციების ინსტიტუციურ განვითარებაში.
აღსანიშნავია, რომ ღია კარის პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი საპროექტო განაცხადები კონკრეტული პრობლემის დაძლევის რეალისტურ გზებს უნდა წარმოაჩენდნენ და ამ პრობლემათა პრიორიტეტულობას სანდო მონაცემების საფუძველზე ასაბუთებდნენ. ამასთანავე, პროექტის მეთოდოლოგია ნათლად უნდა აღწერდეს სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმს, როგორც პრობლემის გამოვლენის, ისე გადაჭრის გზების მოძიებაში, ასევე მოქალაქეთა ინტერესების დაცვასა და ცვლილებების განხორციელებაში. პროექტს შედეგად უნდა მოჰყვეს კონკრეტული და გაზომვადი სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და/ან ქცევითი ცვლილებები ადგილობრივ ან/და ცენტრალურ დონეზე.
ფონდის მიერ ბოლო წლებში დაფინანსებული პროექტების ანალიზმა აჩვენა, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობის ბიუჯეტი საშუალოდ 50,000-65,000 ლარს შეადგენს, რაც, უმეტესწილად, საგრანტო პროექტის მიზნებისა და ამოცანების მიღწევის შესაძლებლობას იძლევა. ევროპის ფონდი საპროექტო განაცხადის მომზადებისას განმცხადებლებს ამ გარემოების გათვალისწინებას ურჩევს.
საპროექტო განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, მთელი წლის განმავლობაში. ფონდი ღია კარის პროგრამის ფარგლებში წარდგენილ განაცხადებს სისტემატიურად განიხილავს და განმცხადებლები პასუხს წინასწარი ან სრული საპროექტო განაცხადის შეტანიდან ორი თვის განმავლობაში ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიიღებენ.
გაეცანით ინფორმაციას ფონდში განაცხადის წარმოდგენის პროცედურების შესახებ
მისიისა და მანდატების გათვალისწინებით, ფონდი არ აფინანსებს შემდეგ საქმიანობას:
საპროექტო განაცხადების შესაფასებლად, ევროპის ფონდი შემდეგი კრიტერიუმებით იხელმძღვანელებს:
პროგრამებსა და დაფინანსებულ პროექტებში ევროპის ფონდი გენდერული თანასწორობისა და უმცირესობათა საკითხების გათვალისწინებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. შესაბამისად, განმცხადებლებს მოუწოდებს, პროგრამული დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების პროცესში გაითვალისწინონ პროექტის პოტენციური გავლენა ქალებსა და მამაკაცებზე, ასევე უმცირესობათა ჯგუფებზე. იხილეთ ფონდის მიერ მომზადებული კითხვარები, რომლებიც პროექტის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების პროცესში გენდერული და უმცირესობათა საკითხების გათვალისწინებაში დაგეხმარებათ.
წყარო: ევროპის ფონდი
რეგიონი: მთელი საქართველოს მასშტაბით
პროექტის მიმართულება: სამოქალაქო საზოგადოების განვითარება; განათლება, მეცნიერება, ტრეინინგი; ბიზნესი, წარმოება, მრეწველობა, ვაჭრობა; ადამიანის უფლებები; სოციალური დაცვა, მედიცინა; სხვა;
დამატებულია: 20-01-2023
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: მიმდინარე
განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 9217 დღე;
23-11-2022 EU4Dialogue კომპონენტი 2 საგრანტო მექანიზმი – რაუნდი II |
---|
26-10-2022 ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა |
15-04-2024 ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრი კლიმატის ცვლილებისთვის (Fintecc) – ევროკავშირი კლიმატისთვის ფანჯარა |
15-02-2024 საერთაშორისო ქსელში შესვლა - ექსპორტის სტიმულირების პროგრამა |