საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი
ნავიგატორი
3307


საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი

უნიკალური ნომერი: 001353

კონკურსის შესახებ:

  • საკრედიტო - საგარანტიო სქემა დაფუძნებულია პორტფელის გარანტიებზე და სესხის შეფასება ხორციელდება კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ
  • საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში, საკრედიტო გარანტია გაიცემა კომერციული ბანკის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე, სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 80%-ის ოდენობით და თითოეული კომერციული ბანკისთვის პროგრამის ფარგლებში არსებული სასესხო პორტფელის არაუმეტეს 35%-ის ოდენობაზე
  • კომერციული ბანკის შემთხვევაში, სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 5 000 000 ლარს
  • მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემთხვევაში, სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 20 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 5 000 000 ლარს
  • საკრედიტო გარანტიის მაქსიმალური ვადა შეადგენს 10 წელს
  • სესხის მინიმუმ 80% მიმართული უნდა იყოს კაპიტალური დანახარჯებისთვის, ხოლო არაუმეტეს 20%-ისა საბრუნავი საშუალებების შესაძენად.

პროგრამის შემდეგი მიმართულებების ფარგლებში, იქნება სესხის აღება შესაძლებელი:

  • წარმოება და გადამუშავება;
  • სასტუმრო ინდუსტრია - მინიმალური კრიტერიუმები
  • სარესტორნო ინდუსტრია;
  • საქმიანობა საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სფეროში;
  • მომსახურების ფართო სპექტრი;
  • კვლევები და დამუშავება;
  • მეცხოველეობა და მემცენარეობა
  • ვაჭრობა (აღნიშნული მიმართულებით შესაძლებელია მხოლოდ ახალი სესხის აღება და მხოლოდ საოპერაციო ხარჯების დაფინანსების მიზნობრიობით)

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის პრიორიტეტული საქმიანობების ჩამონათვალი

დეტალური ინფორმაცია ეკონომიკური საქმიანობების კლასიფიკატორთან დაკავშირებით, გთხოვთ იხილოთ - ეკონომიკური საქმიანობების კლასიფიკატორი

*გამონაკლისები

ეხება პროგრამის ყველა მიმართულებას.

  • პროგრამის ფარგლებში დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალებების შეძენა, რემონტი, გარდა სპეციალური საშუალებებისა, რომლებიც უშუალოდ გამოიყენება საწარმოს ტერიტორიაზე პროდუქციის/მომსახურების წარმოების პროცესში;
  • დაუშვებელია გუდვილის შეძენა;
  • დაუშვებულია მხოლოდ საოფისე ფართის (ადმინისტრაციული შენობის) მშენებლობა, რემონტი, აღჭურვა;
  • სახელმწიფო ან/და კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეძენა ან/და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით დროებით სარგებლობაში აღება;
  • კერძო სამართლის იურიდიული პირის აქციების ან წილების შეძენა ან მართვაში აღება.
  • პროგრამის ბენეფიციარი უნდა იყოს მეწარმე სუბიექტი, რომელიც აკმაყოფილებს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მე-3 ან მე-4 კატეგორიის საწარმო, მხოლოდ მისი შემოსავლის კომპონენტში. რომლის შემოწმება შესაძლებელია www.reportal.ge -ის მეშვეობით
  • მთლიანი სასესხო ვალდებულებები პროგრამაში ჩართვის მომენტისთვის არ უნდა აღემატებოდეს 12 000 000 ლარს;
  • პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარი უფლებამოსილია ისარგებლოს რამდენიმე სესხით თუ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხების ჯამური მოცულობა არ აღემატება 5 000 000 ლარს;
  • ბენეფიციართან შეთანხმებით, კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია სრულად ან ნაწილობრივ უარი თქვას საკრედიტო გარანტიაზე ან/და ბენეფიციარის სურვილის შემთხვევაში კომერციული ბანკი უფლებამოსილია სრულად ან ნაწილობრივ ჩაანაცვლოს საკრედიტო გარანტია სხვა უზრუნველყოფით;
  • კომერციული ბანკები ვალდებულები არიან სესხის რესტრუქტურიზებისას არ გაზარდონ საპროცენტო განაკვეთი;
  • სესხის პირველი ტრანში ათვისებულ უნდა იქნას სესხის სააგენტოს მიერ დადასტურებიდან 6 თვის ვადაში და მისი მოცულობა არ უნდა იყოს 50 000 ლარზე ნაკლები, ხოლო სრულად ათვისების ვადად განისაზღვრა 2 წელი, გარდა სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული სესხებისა, სადაც სრულის ათვისების ვადა იქნება მაქსიმუმ 3 წელი;
  • ყველა ბენეფიციარი ვალდებულია უზრუნველყოს სამეურნეო/ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობებში შშმ პირების შეუფერხებელი დაშვება პანდუსების ან/და მსგავსი საშუალებების გამოყენებით.

01.09.2021-დან პროგრამის ფარგლებში აიკრძალა შვილობილი/მშობელი კომპანიის პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა, თუ მათ მიერ აღებული სესხების ჯამური მოცულობა აღემატება 10 მლნ ლარს. ამასთან, აკრძალვა ვრცელდება კლასიფიკატორის (NACE 2) შესაბამისად მხოლოდ ერთსა და იმავე განყოფილებაში მყოფ კომპანიებზე (პროგრამის მიზნებისათვის შვილობილად განიმარტება მეწარმე სუბიექტი, რომელშიც პროგრამის ბენეფიციარი ფლობს წილის 50 ან 50-ზე მეტ პროცენტს)


წყარო: აწარმოე საქართველოში

დამატებულია: 10-02-2023

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 28-02-2050 მიმდინარე

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 9217 დღე;






10-02-2023

ექსპორტის სტიმულირების პროგრამა

26-03-2024

სათემო ორგანიზაციების წლიური საგრანტო კონკურსი

06-02-2024

შეღავათიანი აგროკრედიტი

10-02-2023

ბიზნეს უნივერსალი

10-02-2023

ბიზნეს უნივერსალი

10-02-2023

ექსპორტის სტიმულირების პროგრამა

26-03-2024

სათემო ორგანიზაციების წლიური საგრანტო კონკურსი

06-02-2024

შეღავათიანი აგროკრედიტი


სიახლეების გამოწერა












Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ