|
1968 |
---|
სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამა |
უნიკალური ნომერი: 001798
USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა აცხადებს „სწრაფი რეაგირების გრანტების პროგრამას“, რომლის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის უწყვეტობისა და მედეგობის მხარდაჭერა საქართველოში. საგრანტო პროგრამა უზრუნველყოფს სწრაფ, მოქნილ და კრიტიკულ ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარებას, რათა მათ შეძლონ ცვალებად მარეგულირებელ გარემოსთან და სხვა გამოწვევებთან ეფექტიანად ადაპტაცია.
დეტალური ინფორმაცია საგრანტო კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ამ ბმულზე – სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამა – RfA
სააპლიკაციო ფორმა იხილეთ აქ – სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამა – განაცხადის ფორმა
გრანტის დეტალები:
• გრანტის მოცულობა: მინიმუმ $300 – მაქსიმუმ $3000
• პროექტების ხანგრძლივობა: მინიმუმ 2 კვირა – მაქსიმუმ 2 თვე
განაცხადის წარდგენის პროცედურა:
• ბოლო ვადა: გრანტები ხელმისაწვდომია და გაიცემა ე.წ. „ღია კარის“ პრინციპით, საგრანტო პროგრამის ბიუჯეტის ამოწურვამდე.
• განაცხადის ფორმა: განაცხადის ფორმა თან ერთვის საგრანტო განცხადებას.
• ბიუჯეტი: მოცემული საგრანტო პროგრამისთვის არ არის განსაზღვრული კონკრეტული ბიუჯეტის ფორმა. გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი შაბლონი, შეხედულებისამებრ.
• განაცხადის წარდგენა: განაცხადები უნდა გაეგზავნოს ანი ნიქაბაძეს, ელექტრონულად, ინგლისურ ან ქართულ ენაზე, შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: anikabadze@ewmi.org. გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ „RAPID RESPONSE GRANT“.
წყარო: USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა
რეგიონი: მთელი საქართველოს მასშტაბით
პროექტის მიმართულება: სამოქალაქო საზოგადოების განვითარება;
დამატებულია: 21-07-2024
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: მიმდინარე
განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 9230 დღე;
29-03-2024 წლიური საგრანტო პროგრამა |
06-02-2024 შეღავათიანი აგროკრედიტი |
10-02-2023 სახელმწიფო პროგრამა - "სუბსიდირებული იპოთეკური სესხი" |
14-07-2022 „ბიოწარმოების" ხელშეწყობის პროგრამა |
---|
14-07-2022 „ბიოწარმოების" ხელშეწყობის პროგრამა |
---|
29-03-2024 წლიური საგრანტო პროგრამა |
06-02-2024 შეღავათიანი აგროკრედიტი |
10-02-2023 სახელმწიფო პროგრამა - "სუბსიდირებული იპოთეკური სესხი" |