კრედო ბანკსა და ნიდერლანდების განვითარების ბანკს, FMO-ს შორის, 26 მილიონი ლარის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. ხუთწლიანი სესხის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეწარმეებს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში. ტრანზაქციის განსახორციელებლად, FMO-მ ლარში დენომინირებული ობლიგაციები გამოუშვა ადგილობრივად, კერძო განთავსებით. ეს FMO-სთვის უკვე მესამე განთავსებაა, რომლითაც მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას ეკონომიკის დე-დოლარიზაციის პროცესებში.
დამატებულია: 15-04-2019 წყარო: forbes.ge



