სიახლეები
ნავიგატორი
გამოტანილია 03-07-2019-ის სიახლეები


ბათუმი, როგორც ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება Euronews-ის ობიექტივში მოხვდა. გადაცემა Focus-მა ბათუმს ვრცელი რეპორტაჟი მიუძღვნა, სადაც საინტერესოდაა გადმოცემული თუ რატომაა ბათუმი ტურისტებისთვის მიმზიდველი ტურისტული მიმართულება.

რეპორტაჟში ხაზი გასმულია ქალაქსა და ზოგადად, რეგიონში ტურიზმის სწრაფად განვითარებაზე, ტურისტულ პროდუქტებზე, ტრადიციებსა და კულტურაზე. მსოფლიოში რეიტინგული ტელეარხის გადამღები ჯგუფი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობდა

დამატებულია: 03-07-2019
წყარო: imedinews.ge




თბილისის ტურისტული პოტენციალის გაზრდისა და ტურიზმის სფეროში ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, თბილისის მერია „გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით სემინარს გამართავს. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სემინარი 9 ივლისს იგეგმება. „დედაქალაქის ტურისტული პოტენციალის გაზრდისა და ამ სფეროში ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, თბილისის მერია პერიოდულად ატარებს მასტერკლასებსა და სემინარებს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის. ამჯერად, 9 ივლისს, კომპანია „გალტ

დამატებულია: 03-07-2019
წყარო: 1tv.ge




2019 წლის 2-3 ივლისს, FAO-მ ბათუმში გამართულ კონფერენციაზე, რომელსაც ევროპისა და აზიის რვა ქვეყნის 18 წარმომადგენელი ესწრებოდა, მსოფლიო მნიშვნელობის მქონე სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობის პროგრამა (GIAHS) წარადგინა

GIAHS-ის პროგრამების რეგიონის მასშტაბით დანერგვა ხელს შეუწყობს, ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო სისტემების განვითარებას, ბიომრავალფეროვნების, სურსათისა და სოფლის მეურნეობისთვისგენეტიკური რესურსების შენარჩუნებას, ასევე დაეხმარება რეგიონის ქვეყნებს კლიმატურ ცვლილებებთან გამკლავ

დამატებულია: 03-07-2019
წყარო: pia.ge




სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში მინუს ერთი (-1) პროცენტი შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.3 პროცენტი შეადგინა, მაისში წლიური ინფლაცია 4.7 პროცენტი იყო.

საქსტატის ცნობით, ივნისში წინა თვესთან შედარებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.9 პროცენტიანი კლება. ფასები შემცირებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-27.9 პროცენტი), ხილი და ყურძენი (-5.8 პროცენტი)

დამატებულია: 03-07-2019
წყარო: 1tv.ge




„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ სვანეთში მდებარე ელექტროგადამცემ ხაზზე „იფარი“ აღდგენითი სამუშაოები დაასრულა.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფორმაციით, სოფელ კალას მიმდებარე ტერიტორიაზე, ალპურ ზონაში, ზვავმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზის 72-ე ანძა, რამაც საფრთხის ქვეშ დააყენა ჰიდროელექტროსადგურის „მესტიაჭალა 1-2“-ის მიერ გამომუშავებული სიმძლავრის ქსელში ინტეგრირება.

დამატებულია: 03-07-2019
წყარო: 1tv.ge




2019 წელს უცხოურ მედიაში საქართველოს რეკლამირებაზე ბიუჯეტით 19 281 000 ლარია განსაზღვრული.

ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან მიმდინარე წლის 6 თვეში 8 220 444,52 დაიხარჯა.

დამატებულია: 03-07-2019
წყარო: bpn.ge




ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2019 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში 40,5 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 6%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 98 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 9%-ით მეტია.

დამატებულია: 03-07-2019
წყარო: 1tv.ge




საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსში ლიდერია, – ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით ჩატარებული კვლევის თანახმად მომზადებულ რეიტინგში, საქართველო პირველ პოზიციაზე დასახელდა. საქართველომ 12 ინდიკატორიდან ცხრა ინდიკატორში საუკეთესო შეფასება მიიღო. ამასთან, 2018 წლის რეიტინგთან შედარ

დამატებულია: 03-07-2019
წყარო: 1tv.ge







სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ