თიბისი სტატუსის მხარდაჭერით ZEG - Tbilisi Storytelling Festival ჩატარდა
ნავიგატორი
1905


თიბისი სტატუსის მხარდაჭერით ZEG - Tbilisi Storytelling Festival ჩატარდა

Impact Hub Tbilisi-ს და Coda Story-ს ორგანიზებით და თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, ZEG – Tbilisi Storytelling Festival - რეგიონში ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა.

ფესტივალმა სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები გააერთიანა, რომლებმაც აუდიტორიას ამბის გადმოცემის თავიანთი უნიკალური ხერხები გაუზიარეს. კინო, მედია, ფოტოგრაფია, განათლება, ლიტერატურა, მეწარმეობა, პარფიუმერია - ეს ის სფეროებია, რომლის შესახებაცფესტივალის განმავლობაში არაერთი დისკუსია გაიმართა.

სამდღიან ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართველმა, ისე მოწვეულმა სპიკერებმა, მათ შორის 29 უცხოელმა სტუმარმა: Warner&Bro's Pictures-ის ვიცე-პრეზიდენტი - ქეით ადამსი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი და რამდენიმე წიგნის ავტორი - სუკეტუ მეჰთა, საგანმანათლებლო პლატფორმა "მასტერკლასის" დამფუძნებელი - აარონ რასმუსენი, Vogue 73 Questions-ის ავტორი და მოდერატორი - ჯო საბია, მაგნუმ ფოტოს პრეზიდენტი - ტომას დვორჟაკი, ასევე BBC-ის, CNN-ის, New York Times-ის, The Guardian-ის, The Economist-ის ჟურნალისტები.

ZEG – Tbilisi Storytelling Festival-მა გააერთიანა შეხვედრები, ვორქშოფები, დისკუსიები და საუბრები. სპეციალურად ჟურნალისტებისათვისმასტერკლასები და ვორქშოფები ჩატარდა. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ „სთორითელინგის" როგორც ტრადიციულ, ისე ინვოვაციურ მეთოდებს გაცნობოდნენ.

ფესტივალის ფარგლებში 2 შეხვედრა სპეციალურად თიბისი სტატუსის მომხმარებლებისათვის ჩატარდა. პირველ შეხვედრაზე ჯო საბიამ და აარონ რასმუსენმა ძირითადი საქმიანობის პარალელურად, დამატებითი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მეორე შეხვედრაზე კი ტომას დვორჟაკმა და ინეკე სმიტმა მათი საერთო პროექტი - "Khidi - The Bridge" გააცნეს აუდიტორიას, რომელიც დვორჟაკის ავღანეთში გადაღებულ ქართველი სამხედროების ფოტოებსა და ინეკე სმიტისა და იერონ სტოუტის მხატვრული ფილმის სცენარს აერთიანებს.

25-06-2019

წყარო: pia.ge

20-10-2023

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2024

29-05-2019

სომხეთი რუსეთიდან ტვირთების მოცულობას გაზრდის

21-03-2019

„ჰაბ ჯორჯია“ ტვირთების გადაზიდვაზე კვლევას იწყებს

03-04-2023

ჯეოლაბი - უფასო კურსები ემიგრანტებისთვის

03-04-2023

ჯეოლაბი - უფასო კურსები ემიგრანტებისთვის

20-10-2023

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2024

29-05-2019

სომხეთი რუსეთიდან ტვირთების მოცულობას გაზრდის

21-03-2019

„ჰაბ ჯორჯია“ ტვირთების გადაზიდვაზე კვლევას იწყებს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ