|
| 1138 |
|---|
კალიგრაფთა კონკურსი
| მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, ზრდასრულებისა და უცხოეთში მცხოვრები დაინტერესებული პირებისათვის საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია ✍️ კალიგრაფიის კონკურსს აცხადებს – “თბილისი საქართველოს დედაქალაქი – 900”.
▶️კონკურსის პირობები: კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა შექმნას კალიგრაფიული ნამუშევარი : მხედრულით, ნუსხურით ან ასომთავრულით. (საწერი მასალა და საშუალებები შეზღუდული არ არის).
▶️ ტექსტი უნდა ეხებოდეს თბილისს (ტექსტის მოცულობა და შინაარსი შეზღუდული არ არის). კონკურსანტს შეუძლია შეარჩიოს ციტატები ისტორიული წყაროებიდან, ლიტერატურიდან ან დაწეროს მისთვის სასურველი თავისუფალი ტექსტი, თუნდაც ერთი სიტყვა.
მონაწილეობის მსურველებმა 2022 წლის 20 ნოემბრამდე გამოაგზავნეთ საკონკურსო ნამუშევრები მეილზე – gecalligraphers@gmail.com ნამუშევარს თან დაურთეთ: სახელი და გვარი, ასაკი და/ან კლასი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ნამუშევრის ზომები და გამოყენებული მასალა.
კონკურსი ჩატარდება სამ საკონკურსო კატეგორიაში: 1. სკოლის მოსწავლეები
ინფორმაცია ფინალისტების შესახებ გამოქვეყნდება საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე. თითოეულ კატეგორიაში გამოვლინდება გამარჯვებული კალიგრაფი, რომელსაც გადაეცემა ჯილდო და სერტიფიკატი საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციისაგან.
წყარო: https://stipendia.ge/ |

26-10-2022
წყარო: საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია
|
13-05-2019 საქართველოში გამოვლენილ ყალბ ბანკნოტებში ყველაზე მეტი 50 და 100-ლარიანია გამოვლენილი |
|---|
|
29-05-2019 ეროვნული ბანკი - სამომხმარებლო სესხები შემცირებას განაგრძობს, იპოთეკური სესხების ზრდა კი, აღმავალი ტენდენციით ხასიათდება |
|
15-04-2019 მარტში საარსებო მინიმუმი 2 ლარით გაიზარდა |
|
03-05-2019 „თუ ეკონომიკური ზრდაა, სად გარბის მოსახლეობა?! - ის, რომ მშპ იზრდება, ბევრს არაფერს ნიშნავს“ |