|
| 1707 |
|---|
ეროვნული ბანკი - სამომხმარებლო სესხები შემცირებას განაგრძობს, იპოთეკური სესხების ზრდა კი, აღმავალი ტენდენციით ხასიათდება
| საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი მიიჩნევს, რომ წლის დასაწყისიდან ამოქმედებული ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო ფინანსური სტაბილურობის რისკებს ამცირებს. კომიტეტის ინფორმაიით, ჭარბი საკრედიტო ზრდის შენელების გარდა, მოლოდინების შესაბამისად ასევე გამოიკვეთა დადებითი ტენდენციები, კერძოდ, უმჯობესდება მომსახურების და უზრუნველყოფის კოეფიციენტები და, შედეგად, მცირდება მაღალი საკრედიტო ტვირთით გაცემული სესხები. რაც შეეხება, ფიზიკური პირების დაკრედიტებას, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სამომხმარებლო სესხები შემცირებას განაგრძობს, ხოლო იპოთეკური სესხების ზრდა, წლის დასაწყისში შენელების შემდეგ, აღმავალი ტენდენციით ხასიათდება. აღნიშნულ ზრდაში მატულობს ლარით გაცემული იპოთეკური სესხების წილი. კომიტეტის ინფორმაციით, შემცირებული სამომხმარებლო სესხების ფონზე იზრდება რესურსი იურიდიული პირების დაკრედიტებისთვის. აპრილში იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების წლიურმა ზრდამ 12.8 პროცენტი შეადგინა. „ამასთან, შეინიშნება ლარით გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირება, რაც ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ფაქტორია“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0 პროცენტზე დატოვა. გადაწყვეტილების დეტალებზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ბრიფინგი გამართა. ეროვნული ბანკის შეფასებით, ფინანსური სისტემა პოტენციური შოკების მიმართ მდგრადობას ინარჩუნებს. |

29-05-2019
წყარო: 1tv.ge
|
25-06-2019 შალვა ალავერდაშვილი - ბაქოდან, ერევნიდან და ტრაპიზონიდან უფასო ე.წ. შატლები უნდა დავნიშნოთ, რომლითაც საქართველოში რუსი ტურისტები მარტივად შემოვლენ |
|---|
|
03-04-2019 მარტში ინფლაციის დონემ 3,7% შეადგინა |
|
22-03-2019 პაშა ბანკმა ტყის საერთაშორისო დღე გარემოსდაცვითი აქტივობით აღნიშნა |
|
02-05-2019 მარცვლეულის და შროტის ტრანსპორტირების ტარიფები 52%-ით შემცირდა |