რონდელის ფონდის კონკურსი
ნავიგატორი
1157


რონდელის ფონდის კონკურსი

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) აცხადებს კონკურსს 2022 წლის ხანმოკლე სასწავლო პროგრამაში “მონაწილეობითი პოლიტიკა და ეროვნული უმცირესობები” მონაწილეთა შესარჩევად.

4-დღიანი სასწავლო კურსის მიზანია ხელი შეუწყოს ეროვნული უმცირესობების პოლიტიკური და სოციალური ჩართულობის გაზრდას, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ეროვნული უმცირესობების მონაწილეობის თემაზე დისკუსიას, ცოდნის ამაღლებას და დემოკრატიული მმართველობის პრინციპების მხარდაჭერას.

პროგრამის მონაწილეთა სასტუმროს, კვებისა და ტრანსპორტირების ხარჯებს უზრუნველყოფს რონდელის ფონდი.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელ 18-დან 28 წლამდე აქტიურ ახალგაზრდებს.

შერჩევის პროცესი: დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა შემდეგ მისამართზე: apply@gfsis.org;

ელფოსტის საგანში გთხოვთ მიუთითოთ პროექტის დასახელება

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 4 ნოემბერი, 2022 წელი

შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორს – სოფი ბოკუჩავას: ტელ: 2 47 35 55; ელ. ფოსტა: sbokuchava@gfsis.org

დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: https://gfsis.org.ge/ge/events/announcement/view/1504
✉️სააპლიკაციო ფორმა: https://gfsis.org.ge/…/II.%20Application%20Form%20…

პროექტს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) ახორციელებს ეროვნული უმცირესობის საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისთან პარტნიორობით (OSCE HCNM).

 


 

წყარო: https://stipendia.ge/

26-10-2022

წყარო: რონდელის ფონდი

07-05-2019

საქართველოში სავალუტო ფონდის ახალი წარმომადგენელი სელიმ ჩაკირი იქნება

18-03-2019

რატომ შემცირდა უცხოური ინვესტიციები

28-04-2023

ტაილანდის საერთაშორისო სააგენტო აცხადებს კონკურსს სტიპენდიების მოსაპოვებლად

06-09-2019

კახეთის რეგიონში 11 ათასზე მეტი ტონა ყურძენია გადამუშავებული

06-09-2019

კახეთის რეგიონში 11 ათასზე მეტი ტონა ყურძენია გადამუშავებული

07-05-2019

საქართველოში სავალუტო ფონდის ახალი წარმომადგენელი სელიმ ჩაკირი იქნება

18-03-2019

რატომ შემცირდა უცხოური ინვესტიციები

28-04-2023

ტაილანდის საერთაშორისო სააგენტო აცხადებს კონკურსს სტიპენდიების მოსაპოვებლად


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ